კვირაა და ისევ ის სიზმარი მაღვიძებს ნეტა რას უნდა ნიშნავდეს.
-ელენეეე!-დედა მეძახის.
-მოვდივარ-ქვემოთ ჩავედი. როგორ მოხდა სახლში არიან.
-რამოხდა დედა.
-რაღაცა უნდა გითხრათ. წეღან ბიცოლაშენმა დამირეკა ძალიან გახარებული იყო მისი შვილი ჯერ მხოლოდ მეექვსე კლასშია და კომაროვში ჩაირიცხა. წარმოიდგინე მხოლოდ თორმეტი წლისაა და რამხელა წარმატებას მიაღწია. ვერ ვხვდები შენ რატომ არ შეგეძლო.-ვატყობდი თვალები წყლით მევსებოდა მაგრამ ტირილს არ ვაპირებ.- მე,მამაშენი ყველა მათემატიკოსები ვართ შენ ვის დაემსგავსე ესეთი უნიჭო.
-აუცილებელია კომაროვში ჩააბარო წარმატებას რომ მიაღწიო?-ხმამაღლა მომივიდა
-ხმას ნუ უწევ დიახ აუცილებელია რადგან ყველა მაქ ვსწავლობდით და შენც მაქ უნდა გესწავლა მაგრამ ახლა უკვე გვიანია მე ვიცი რომ შეგეძლო...შეგეძლო მაგრამ არ დაიხარჯე! ელენე იქ მხოლოდ მათემატიკას არ ასწავლიან ადამიანობას გასწავლიან ცხოვრებას გასწავლიან.-ყვირილით მეუბნებოდა მამაჩემი.
-ჰაჰ ალბათ მაქედან გასწავლეს შვილის ფსიქიკაზე თამაში და სულ იმაზე ლაპარაკი რომ მე ვერ შევძელი მართალი ხარ მამა მე ვცადე ძალიან მინდოდა ყველაფერი გამოსულიყო მაგრამ ვერ შევძელი ვერ შევძელი ვიყო თქვენნაირი და იცი... მე ბედნიერი ვარ... ბედნიერი ვარ რომ ასეთი მაგალითი მომეცით არასდროს... არასდროს მოვექცევი ჩემს შვილს ასე-ვთქვი და უკანმოუხედავად გამოვედი იქედან. ეს ადგილი ჩემთვის ოჯახი არ არის ამ ადგილს ოჯახს ვერ ვუწოდებ. ყველა მათემატიკოსია ყველა განათლებულია. ხალხნო რატომ არ გჯერათ მე მართლა ვცადე...ვცადე ვყოფილიყავი მათნაირი. ყველა წელს ვცდილობდი ჩამებარებია გამოცდები რომ კომაროვში მოვხვედრილიყავი მაგრამ ვერ შევძელი... ვერ შევძელი ერთი შესაქები სიტყვა გამეგონა ჩემი მშობლებისგან. როგორ მახსოვს მათი თვალები როცა მიყურებდნენ და ვერ ხვდებიდნენ რატომ არ ვიყავი მათნაირი. მათნაირი ადამიანი...ადამიანი რომელიც მისი შვილის წარმატებას ელოდება მაგრამ მისი შვილი ყოველთვის იმედებს უცრუებს. ნეტავ რა არის ოჯახი ზუსტად ვიცი რომ ამის გარდა ყველაფერი.
ფიქრებში ვიყავი გართული და ვერ მივხვდი როგორ აღმოვჩნდი პარკში...პარკში სადაც ნამდვილი ოჯახები დადის თავიანთ შვილებთან ერთად. ვუყურებ და ვხვდები რომ ეს არის ოჯახი... სადაც ყველა თანასწორია ყველა ერთმანეთს უგებს. ვერც კი მივხვდი ისე ამეტირა ფიქრებიდან ვიღაცის ხმას გამოვყავარ:
-გამარჯობაა კარგად ხარ?-როგორი ნაზი ხმა იყო. ცრემლები მოვიმშრალე და მას მივუბრუნდი.
-კარგად პატარა აქ მარტო ხარ?-ვკითხე დაახლოებით ხუთი წლის ბავშვს.
-არა მარტო არ ვარ-ჩემს გვერდით დაჯდა-რატომ ტირი?
-ოჯახი მინდა ნამდვილი ოჯახი.
-ეს აიღე ის ყოველთვის მეხმარება როდესაც ოჯახზე ვფიქრობ-სათავაშო გამომიწოდა მივხვდი რომ ეს გოგონა ობოლი იყო. მერე სადღაც წავიდა.ისიც წავიდა. ყველა წავიდა. ჩემს სიზმარშიც კი გოგონა ისიც მიდის ყველა მტოვებს.
ნინი მირეკავს
-გისმენ
-რაგჭირს?
-არაფერი დაიკიდე რატო რეკავ?
-რავი ჩემთან მოდი ბავშვებიც იქნებიან-ეხლა გამახსენდა გუშინ რაც მოხდა.
-არა ნინი ვერ მოვალ.-ვუთხარი და გავთიშე ახლა ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ნახვა.
ვფიქრობდი რაიქნებოდა მეც ბედნიერი ვყოფილიყავი მეც მათნაირი ვყოფილიყავი ხომ შეიძლება მათ ვყვარებოდი.
YOU ARE READING
როგორ შეეძლო
Romanceეს ისტორია არის ელენეზე,მის მეგობრებზე და ოჯახზე...ოჯახზე რომელსაც ვერ უწოდებ ოჯახს. მაგრამ როდესაც ის გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება...