🦋თვალები.. ლამაზი თვალები✨️

111 13 24
                                    


"კლასელი?"
თავში უამრავი შეკითხვა მიტრიალებდა როცა უცებ ვიგრძენი როგორ შემოიჭრა მონი პალატაში.

- რას შვრები გაიცანი ის ბიჭი? ხომ სიმპათიურია - ჩაიცინა და ჩვეული სახით გამომხედა 😏

- ნუ სულელობ - მეც გამეცინა - რაღაც მინდა გკითხო....

- მიდი მკითხე - მომისკუპდა გვერდით და კარგად მოკალათდა

- სანამ სკოლაში არ ვიყავი რაიმე მოხდა? ან ვინმე ახალი კლასელი ხომ არ გვყავს?

- რატომ დაგაინტერესა?
იცი სიმართლე გითხრა ეს დღეები სკოლაში ნორმანულად არ მივლია ამიტომ არ ვიცი რა ხდება.

- აჰამმმ... და ჯიმინს ხომ არ იცნობ?

- ჯიმინს?? ააამ იმ ბიჭზე მეუბნები შენ რომ გადაგარჩინა? იცი თითქოს სადღაც მყავს ნანახი მაგრამ ვერ ვიხსენებ სად... - წარბები შეკრა და ჩაფიქრდა

- მონი მან მითხრა რომ ჩვენი კლასელია - [უცებ ამოხტა სიტყვები სანის პირიდან და მონის მეხსიერებაში შეხტა]

- ოუუუ გამახსენდა!!! - წამოიყვირა მონიმ ისე თითქოს მეკობრეების დამალული განძი ეპოვოს საიდუმლო კუნძულზე - ლოქერთან ვნახე ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა!!!

- ანუ მართლა ჩვენი კლასელია?

- როგორც ჩანს! ჩვენ იქ არ ყოფნაში რამდენი რაღაც მომხდარა. მისმინე ახლა უნდა გავიდე თეჰიონმა რამენზე დამპატიჟა და მალე დავბრუნდები კარგი 😊 თუ თავს არ გრძნობ კარგად შენთან დავრჩები.

- რა დარჩები ნორმალური ხარ??? - შოკირებული წამოვიყვირე - ამდენი ხანია ამას ელოდი და ახლა ყველაფერი უნდა გააფუჭო?? ძალიან მიხარია შენ გამო - სიხარულისაგან ლამის ხტუნვა დავიწყე - მიდი მოემზადე და ბევრი მაკიაჟი არ გაიკეთო არ მოსწონთ ბიჭებს - კაი გამოცდილივით ვარიგებ მეც (😅)

- შენ რა იცი რა მოსწონთ ბიჭებს?! - ჩაიცინა და ტუჩი გამობერა მან.

- ახლა აქედან გამასწარი თორემ რომ გამოვკეთდები ვერ გადამირჩები

3 Steps To HappinessWhere stories live. Discover now