❤️‍🩹უკანასკნელად❤️‍🩹

67 7 17
                                    

და მაშინ როცა მთელი სამყაროს ცოდვა მხრებზე მკიდია, შენ გგონია ამ ერთს თან ვერ გავიყოლებ?

ტყეში იარაღის ხმა გაისმა.
საბოლოო ნოტები ექოს გაჰყვა მთის კალთებისკენ და კლდეში გადაიჩეხა.
ერთი ამოკნავლება და კიდევ ერთი ცოდვილი სული აორთქლდა დედამიწიდან.
ახლა მას მხოლოდ ცივი სხეული ამძიმებს, რომელიც მალე საპროფიტების საკვებად იქცევა.

ნუთუ ის არ ნანობს ამას?
ნუთუ მას არ ეშინია?

პარკ ჯიმინი არასდროს ნანობს იმას რას გააზრებულად ჩაიდინა!
პარკ ჯიმინს არასოდეს ეშინია... იცით რატომ?

მას უკვე აღარ სწამს ღმერთის! მას უკვე აღარ სჯერა ცოდვების! მან უკვე აღარ იცის რა არის ბედნიერება!

ადამიანური ილუზია თუ ის რაც მართლაც არსებობს მაგრამ არა ჯიმინისათვის?!

მკვდარი სხეული ახლა ტყის სიღრმეში უსულოდ წევს...
სისხლი მისი მკერდიდან ჩანჩქერივით მორაკრაკებს.
მას სული ამოგლიჯეს...
რადგან ის წინდაუხედავი ბავშვი იყო!
მან არ იცოდა რომ "ის" "მისთვის" ყველაფერს გააკეთებდა.

"ჩემი სიცოცხლის ფასად"

განა სად წავიდოდა მისი ცოდვილი სული?
განა ჯიმინიც მალევე არ გაყვება თან?
განა ისინი ორივენი დამნაშავეები არ არიან?

მაგრამ მე დაგპირდი რომ დაგიცავდი ჩემი სიცოცხლის ფასად!

ცა ისევ ღრუბლებს დაეფარათ.
დედამიწა კი ნელნელა იფარებოდა დეკემბრის პირველი თოვლით...

მას არ ციოდა...

მის ცარიელ მკერდს ვეღარაფერი გააცივებდა...

და მაინც რა ლამაზია მთვარე ამ შუადღისას....

.........

- უკვე მოხვედი საყვარელო?

- დიახ მოვედი!

სანი ჩემთან მოვიდა და ხელები კისერზე მომხვია... ფართოდ გაიღიმა...

3 Steps To HappinessWhere stories live. Discover now