🍜Ramen🍜

88 8 24
                                    

- თქვენ ისევ სისულელეებზე ჩხუბობთ? - მოგვესმა უკნიდან

- მონი??? აქ როგორ...

- კარზე მთელი ნახევარი საათი ვაკაკუნე და არავინ გამიღო აღმოვაჩინე რომ დაკეტილი არ ყოფილა და შემოვედი.... და არ ამიხსნით აქ რა ხდება?
ჯონქუქი თუ ჩამოვიდა ვერ დამირეკე მაიმუნო - მონი სიხარულით მოფრინდა ჯონქუქიც ახტა და ერთმანეთს ისე ჩაეხუტნენ გეგონება 3 წლის უნახავი შეყვარებულები იყვნენ. მართალია ჯეიქეის ჰქონდა რაღაც სიმპათიები მონის მიმართ მაგრამ მონის არასდროს შეუხედავი მისთვის სხვანაირი თვალით. მონისთვის ის ყოველთვის საყვარელი უფროსი ძმა იყო და ხანდახან ვფიქრობ ჩემზე მეტადაც კი უყვარს....😒🙄

- ჰე ჰე ასე მიწებებულები აპირებთ მთელი დღე ყოფნას? - შევუღრინე მე

- ოოო ვიღაც ეჭვიანობს - ჩაისმირკა მონიმ

- მოდი შენც - ჯონქუქმა ხელი გაშალა და ახლა 3 ერთმანეთზე მიწებებული ვირი ვიდექით შუა მისაღებში და არც ერთს აზრად არ მოგვდიოდა თუ როგორ მშია (🥲😅)

- მშიიიიაააა - ბოლო ხმაზე ვღრიალებდი

- წამოდი რამეს მოგიმზადებ - მითხრა ჯონქუქმა და სამზარეულოსკენ დაიძრა

- პროდუქტი გამომელია... იქნებ რამე შევუკვეთოთ

- მაინც რაა?

- აი მაგალითად..... სპაგეტი

- კარგი როგორც გინდა

ნახევარ საათში შეკვეთა მოიტანეს და კარგად გამოვძეხით.
ჩემმა ტელეფონმა დარეკა

- .......

- კარგი მოვდივარ დამიცადე - ვუთხარი და გარეთ გავვარდი

- სად მიდიხარ? - მკითხა ჯეიქეიმ

- ეზოში. ახლავე დავბრუნდები

......

- რა მოხდა ბატონო მოჩი ასე მალე მოგენატრე?

- რა თქმა უნდა პატარავ მომენატრე - წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა

3 Steps To HappinessWhere stories live. Discover now