და თქვენ იცით რა არის ბედნიერება?
და თქვენ გწამს მისი?ჯიმინის pov:
- ეს საუკეთესო დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში - ვეუბნები სანის რომელიც ახალგაღვიძებულზეც ისეთი ლამაზია როგორც ყოველთვის.
- ეს იმიტომ რომ საუკეთესო შენ ხარ!
გავიღიმე და ვაკოცე. მერე კი დიდხანს ვუყურებდი მის ღრმა თვალებს.
და თქვენ ისევ გგონიათ რომ მე მათ ჩაქრობას დავუშვებ?
- ჯიმინ შენ უფრო მეტს იმსახურებ! - სიჩუმეს არღვევს მისი ტკბილი ხმა.
- არსებობს იმაზე მეტი ვიდრე მყავდე შენ ჩემს ცხოვრებაში?!
- ყოველთვის ასე რატომ იქცევი? - მსუბუქად დამკრა ხელი მკერდზე.
- როგორ პატარა? - ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და საბნის ქვეშ უფრო ჩავიმალე.
- როცა ვცდილობ რომ კომპლიმენტი გითხრა უნოს კარტივით მიბრუნებ უკან - ქვედა ტუჩი ჩვეულებისამებრ გამოწია.
- რა ვქნა საყვარელო ასეთი კრეატიული შეყვარებული გყავს - ჩავიცინე და თმები ავუჩეჩე.
- და ნარცისიც!
- ნუ...
ორივე ვიცინოდით.
არა ნამდვილად არ ვაპირებ მისი სახიდან ამ ღიმილის მოშორებას!
- ადექი მოემზადე დღეს ცოტა საქმეები მაქვს და ადრე უნდა გავიდე.
- კარგი ძვირფასო.
.........
სახლიდან დილის 12 საათზე გავედი.
- ექიმო ჯუნ?
- შემოდი ჯიმინ - ხელით სავარძელზე მიმითითა და მეც ჩავჯექი.
- თქვენთან ოპერაციის თაობაზე სასაუბროდ მოვედი.
- ვიცი ვიცი. რა გადაწყვეტილება მიიღეთ? აზრი ხომ არ შეგიცვლიათ?
- რა თქმა უნდა არა! დროა თარიღიც დავთქვათ.
- ანალიზები შევამოწმე ყველაფერი რიგზეა. თუ პაციენტი მზადაა შეგვიძლია ხვალვე გავაკეთოთ.
YOU ARE READING
3 Steps To Happiness
Romance"ბედნიერება ყოველთვის ძალიან ახლოსაა მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვპოულობთ მას" .... 16 წლის სანის ისტორია რომლის ბედნიერებაც სწორედ დასასრულისას დაიწყო განა ბედნიერება სამუდამოა?...... ____________ K.A.