ჯიმინის თბილი სხეული ჩემსას ეკვროდა და მამშვიდებდა.
ვგრძნობდი მისი გულის თითოეულ ფეთქვას, ახშირებულ, მძიმე დარტყმებს.
ხელს თმაზე მისვამდა და თან ჩუმად მიმეორებდა "დამშვიდდი" "ყველაფერი კარგად იქნება" "მე შენთან ვარ"...
უფრო და უფრო ძლიერ ვეხუტებოდი და მის მკერდში ვქვითინებდი...მალე თავი მაღლა ავწიე და ჯიმინის ბრჭყვიალა თვალებში ჩავიძირე.
უცებ გონს მოვეგრ და უკან გამოვიწიე. ხელები გავუშვი, მაგრამ მაინც თვალებში ვუყურებდი.- მაპატიე, ჯიმინ არ მინდოდა... შეგაწუხე... ჩემს გამო ის-ს... შე-ენ... არ მინდოდა კონფლიქტი მოგვსლოდა - საუბარი ისევ მიჭირდა. უცნაურად ვლუღლუღებდი და თითქოს ყელში საშინლად დიდი ბურთულა გამჩხეროდა. ამდენი ტირილისგან თავბრუ ხვევას ვგრძნობდი. ისევ ვცახცახებდი და ვაცნობიერებდი თუ რამდენად შემეშინდა.
- ახლა ამაზე არ იფიქრო - ჯიმინმა მისკენ მიმიზიდა და ისევ გულში ჩამიკრა. მის მხარზე მიმიწვინა და სახე ახლოს მომიტანა - ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ხარ?! სულ კანკალებ. მაგ ნაბიჭვარს აღარ მივცემ უფლებას რომ ისევ რამე გაწყენინოს. ახლა დაიძინე და იცოდე რომ მე აქ ვარ კარგი?
- ხომ არ წახვალ?
- არა - თავისი ღიმილი შემომანათა - აქ ვიქნები შენთან.
- შეგიძლია აქ დაწვე? - ვუთხარი და მივიწიე. ხელით ვანიშნე აქ მეთქი
- კარგი როგორც გინდა - მითხრა და გვერდით მომიწვა. ხელები ნაზად მომხვია და ნიკაპი თავზე დამადო. მე მის მკერდში თავი ჩავრგე და თვალები მივნაბე.
დიდ ხანს ვიწექით ასე ჩახუტებულები. ვხვდებოდი რომ მისი ჩემთან ყოფნა ძალიან მაწყნარებდა. მისი სურნელს ხარბად ვისუნთქავდი თითქოს ეს ბოლო იყო და მისი დამახსოვრება მინდოდა. მისი სურნელი თავს უკეთესად მაგრძნობინებდა.
თავი ნელა წამოვწიე და მძინარეს ვუყურებდი. ძილისას ბავშვს გავდა, უდარდელ და საყვარელ ბავშვს. უნებლიედ მის ვარდისფერ, ფუმფულა ტუჩებზე გამიჩერდა თვალი. ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ ჯიმინი ჩემი ძმა იყო და ის რომ არა ვერ გადავრჩებოდი.... მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდებოდი რომ მას როგორც ძმას ვერასოდეს შევხედავდი. ამ მოკლე ხანში მან შეძლო და თავი ბედნიერად მაგრძნობინა. რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი მის დიდ, ბზინვარე ბაგეებს მით უფრო მინდებოდა რომ ჩემი გამხდარიყო ისინი. სახე უფრო ახლოს მივწიე რომ უკეთესად დავკვირვებოდი. ჯიმინმა თვალი ოდნავ გაახილა. მე ისევ მის ტუჩებს ვუყურებდი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა მაგრამ ახლა მხოლოდ მის ტუჩებზე ვიყავი კონცენტრირებული. ნელნელა მზერა მაღლა ავაყოლე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ. მე მათში ისევ ჩავიძირე. ჯიმინი ნელნელა უფრო იწეოდა ჩემსკენ...
უცებ ტუჩებზე სველი სასიამოვნო შეხება ვიგრძენი. ჯიმინმა ჩემს ტუჩებს დაეწაფა. არც მე შევწინააღმდეგებულვარ და ავყევი. ის ისეთი ვნებიანი და ნაზი იყო. ხელი თმაში შევუცურე, მან კი წელზე მომხვია ხელი და მისკენ მიმწია. გული საშინლად მიცემდა. ლამისაა ამომვარდნოდა. ჯიმინი კი უფრო მიწებებდა მასზე და უფრო ვნებიანად მკოცნიდა.
YOU ARE READING
3 Steps To Happiness
Romance"ბედნიერება ყოველთვის ძალიან ახლოსაა მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვპოულობთ მას" .... 16 წლის სანის ისტორია რომლის ბედნიერებაც სწორედ დასასრულისას დაიწყო განა ბედნიერება სამუდამოა?...... ____________ K.A.