ნუთუ ეს დასასრულია?...

239 14 24
                                    


ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მეგონა რომ მთავრდებოდა...

ჯერ კიდევ მაშინ როცა მზე ახლად არიგებდა ჩრდილებს...
სკოლისკენ მივდიოდი...
უცებ ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ყველაფერი უკუნ სიბნელეში გაუჩინარდა... შემდეგ კი თეთრ ზეწარში გაეხვია...

თვალები რომ გავახილე უკვე დიდი დრო იყო გასული.
ექიმებმა მითხრეს რომ ავარიაში მოვყევი და აქ ახალგაზრდა ბიჭმა მომიყვანა.
მეგონა რომ ჩემი ძმა იყო მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჯონქუქი ამ ამბამდე 3 დღით ადრე ამერიკაში გაემგზავრა.
მინდოდა ექიმზე მეკითხა თუ ვინ იყო ის ბიჭი მაგრამ ამის ძალა არ მქონია.
როგორც ჩანს 13 დღე ვიყავი კომაში.
არავის მოსვლია აზრად ამ ამბის ჩემი ძმისთვის შეტყობინება.
მოთენთილი ვიყავი და ისევ ჩამეძინა.

.........

რამდენიმე საათში ექიმისა და ჩემი მეგობრის, მონის ხმამ გამომაფხიზლა.
თითქმის ჩურჩულებდნენ მაგრამ მაინც მესმოდა მათი. ძლიერი ტვინის შერყევა გადამიტანია და კიდევ რაღაც ამდაგვარი.
მონიმ მალევე შეამჩნია რომ გავიღვიძე და ჩემთან მოირბინა.

მონი კარგი გოგოა. მას 12 წელზე მეტია რაც ვიცნობ. ჩემი ბავშვობის არც ერთი მოგონება არ მახსოვს მის გარეშე. ჩვენ ერთ კლასში ვწავლობდით რაც უფრო გვაახლოვებდა ერთმანეთს. მონი ყოველთვის მხარს მიჭერდა და არასდროს მაგრძნობინებდა რომ მარტო ვიყავი. ახლაც ანგელოზივით მედგა თავზე და ნერვიული მაყრიდა კითხვებს.

- სანი როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?

მე ოდნავ წამოვიწიე რომ გავსწორებულიყავი
.
- კარგად ვარ ნუ ღელავ - ცოტა აზრზე მოვედი - გავიგე რომ ავარიაში მოვხვდი. მაგრამ არაფერი მახსოვს. უბრალოდ თავი ძალიან მტკივა - დავიმანჭე და ხელი თავზე მივიდე.

- იცი.. - მონი ცოტა შეიშმუშნა და ჩუმად გააგრძელა - ძლიერი ტვინის შერყევა მიიღე ალბათ ამის ბრალია, ცოტა ხანი აქ დარჩები მერე კი ჩემთან წაგიყვან.

3 Steps To HappinessWhere stories live. Discover now