დღემ ფასი დაკარგა... ყოველდღე უთანხმოება... კონფლიქტი...უფასური "მიყვარხარ"...სიცივე...ცივი დამოკიდებულება...უხეშობა... დაკარგული გრძნობები...აღარ ვუყვარვარ...სხვა ეყოლება...რა აზრი აქვს ქალის ცხოვრებას როცა ეს ყველაფერი მის თავს ხდება? არანაირი!
იმ ოთახში საწოლზე ვზივარ რომელზეც ერთ დროს მე და ჰოსოკი ერთად ვიწექით და ერთმანეთს შევცქეროდით... დავიღალე ამდენი ტანჯვით და იმედ გაცრუებით...ყელშია ეს ყოველივე...კბილი ენას იმდენად მწარედ აჭერს რომ ლამისაა პირიდან წითელმა სითხემ იფეთქოს მაგრამ ჯობს ჩემივე სისხლში ჩავიხრჩო ვიდრე ეს წყეული ენა ავატარტალო რომელიც კარგახანია თავს იკავებს.
ოთახში ჰოსოკი შემოვიდა მხოლოდ ნაცრისფერი სპორტული შარვლის ამარა და გარდერობისკენ აიღო გეზი.
ბევრი ძრომიალის შემდეგ გარედობიდან გამოვიდა ხელში შავი სმოკინგი ეჭირა და ოთახიდან გადიოდა როცა შევაჩერე.- სად მიდიხარ?- მისკენ დავიწყე ნაბიჯების გადადგმა.
- რა საჭიროა იცოდე? - ცივად და უხეშად თქვა.
- ასე ცივად რატომ? - ხელები გადავაჯვარედინე.
- თბილი თუ გინდა ტაფაც გაქვს და გაზიც.- ირონიულად ჩაიღიმა.
- ასე რატომ მექცევი? - ტონში დამეტყო თუ რაოდენ ნაწყენი ვიყავი.
- როგორ გექცევი? - სმოკინგი მეორე ხელში გადაიტანა და საათს დახედა.
- ხშირად იმასაც კი ვფიქრობ რომ არ გიყვარვარ...- თვალების ხამხამი დავიწყე რომ ცრემლები გამექარწყლა.
- და იმას თუ ხვდები რომ ეგეთი ფიქრები ტვინს გირევს?!- გადაიხარხარა.
- ისევ იმავეს აკეთებ.- ნერვებისგან მწარედ გამეღიმა.
- რა ჯანდაბა გინდა? - ტონს აუწია.
- რა მინდა და ნორმალური ცხოვრება...ის ჰოსოკი მინდა რომელიც ყოველთვის მეხუტებოდა და მკოცნიდა...ჩემი დაკარგვის ეშინოდა ამიტომ გვერდიდან არ მიშორებდა...ის ჰოსოკი მინდა რომელიც არ დაუშვებდა რომ ცრემლი ჩამომვარდნოდა...ახლა კი ჩემი ყოველი ცრემლის მიზეზი შენ ხარ!...ვერ გიტან! - ტირილით დავეცი მუხლებზე და სახეზე ხელები ავიფარე.
YOU ARE READING
ნიღაბს მიღმა | J.H ( Complete ✓ )
Paranormal+15 - ა..არა მ...მე...არ...- მისი გრძელი თითები ტუჩებთან მომიტანა, რომ გავჩერებულიყავი. - გეყოფა ტყუილები! - სახეში სილა გამაწნა, მისი ძლიერი ხელები წელზე ისე მეკვროდა, რომ ძირში დაცემა არ შემეძლო. სახე საშინლად მეწვოდა, იმის გამო, რომ ამ ურჩხულმა ს...