+15 - ა..არა მ...მე...არ...- მისი გრძელი თითები ტუჩებთან მომიტანა, რომ გავჩერებულიყავი. - გეყოფა ტყუილები! - სახეში სილა გამაწნა, მისი ძლიერი ხელები წელზე ისე მეკვროდა, რომ ძირში დაცემა არ შემეძლო. სახე საშინლად მეწვოდა, იმის გამო, რომ ამ ურჩხულმა სახეში მთელი ძალით გამარტყა.. ზედმეტ ხმას არ ვიღებდი , რადგან მეშინოდა....მეშინოდა იმის, რომ მეც იმ გოგოს ბედს გავიზიარებდი. - შენივე ფეხით მოხვედი მგლის ბუნაგში...შანსი მოგეცი რომ გაქცეულიყავი , შენ კი ჩემთან გადაწყვიტე დარჩენა - ხელები ოდნავ მოადუნა და ჩემს თეძოებზე დაასვენა ,შემდეგ კი თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჩამჩურჩულა...- კეთილი იყოს შენი ფეხი ჯოჯოხეთში! ❗გაფრთხილება: თუ გაქვთ სუსტი ფსიქიკა, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ არის.❗ ❗ფიკში ასახულია სხვადასხვა ძალადობის და ბევრი არალეგალური საქმის სცენები ❗