თქვენ რა რეაქცია გექნებათ როცა იცით რომ თქვენი ერთადერთი შვილი შეიძლება ახლა ტიროდეს...შიოდეს...ციოდეს..და მასთან არ ხართ? ხო...ალბათ გაგიჟდებით...ახლა მეც ჯოჯოხეთის წამების ნახევარ გზას გავდივარ.
ჩემი შვილი ჩემივე საყვარელი ადამიანის ყოფილმა მოიტაცა და გაქრა...ვინ იცის ახლა სად არის ჩემი პატარა ის ხომ ჯერ ერთი თვისაც კი არ არის...ვინ იცის შეიძლება ახლა ტიროდეს და ვიცი რომ მისი დაწყნარება მამამისის ტკბილი სურნელის გარდა არაფერს შეუძლია...ვინ იცის ძილის წინ ვისი თითი მოიქცია თავის პატარა ხელში...ვინ იცის.
ისევ ისე საწოლის წინ ვგდივარ უსიცოცხლო სხეულივით და სრულიად განადგურებული მივყვები ბედისწერას...განა ნათქვამი არ არის რომ ბედისწერას ჩვენ თვითონ ვწერთ? მაშ ჩემი ბედი რატომ არის წინასწარ განსაზღვრული?!
იქნებ ბედნიერებისთვის არ ვარ გაჩენილი ან იქნებ საერთოდ ჩემი გაჩენაც შეცდომაა.მესმის კიბეების ხმა და მალევე ჩემს წინ ჰოსოკი ჩნდება. სახე სულ წაშლილი აქვს თვალები იმაზე ბნელად გამოიყურება ვიდრე აქამდე...ღმერთო ასეთი ჰოსოკი ბოლოს როდის ვნახე აღარ მახსოვს..ჩემს წინ ახლა სრულიად სხვა ადამიანია აი ზუსტად ისეთი პირველად რომ ვნახე...ტყეში...სიბნელეში და სიცივეში.
ჩემს წინ მუხლებით დაემხო და იუნგის ხელებიდან წამში გამომტაცა...ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში მიყურებდა.
- დავაბრუნებ...სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს მაინც დავაბრუნებ! - ცრემლებს მწმენდდა მაგრამ სახე მას უსველდებოდა ცრემლებით...მე მანუგეშებდა მაგრამ თვითონ იყო სანუგეშებელი.
- ეს წაიკითხე! - იუნგიმ ხელში წერილი ჩაუკუჭა ჰოსოკმა კი დაბნეულმა დახედა თავის ხელის გულს შემდეგ კი იუნგის ახედა.
წერილის კითხვა დაიწყო და თითქოს სამყაროს გამოეთიშა ფეხებიც თითქოს მოეკვეთა და მუხლებს მოსწყდა წერილს კითხულობდა და ცრემლებს აფრქვევდა...და მაინც ვერ გავიგე რომელს მისტიროდა...ერთს თუ მეორეს.
YOU ARE READING
ნიღაბს მიღმა | J.H ( Complete ✓ )
Paranormal+15 - ა..არა მ...მე...არ...- მისი გრძელი თითები ტუჩებთან მომიტანა, რომ გავჩერებულიყავი. - გეყოფა ტყუილები! - სახეში სილა გამაწნა, მისი ძლიერი ხელები წელზე ისე მეკვროდა, რომ ძირში დაცემა არ შემეძლო. სახე საშინლად მეწვოდა, იმის გამო, რომ ამ ურჩხულმა ს...