თავი 2 ნაწილი 1

1.1K 58 15
                                    

თვალებს ვახელ და უცხო ოთახში ვყოფ თავს, ირგვლივ დაფეთებული ვიყურები და მხოლოდ ახლაღა ვიაზრებ , რომ სახლში არ ვარ.

დიდი უშველებელი საწოლიდან ვდგები და კარებისკენ მივდივარ, ერთ ნაბიჯს ვდგამთ და ვხედავ კარებთან მაღალი კაცის სილუეტს.

ადგილზე ვიყინები, როცა კაცი ჩემსკენ იწყებს მოახლოებას....ოო, არა ეს ის ფსიქოპატია ახლა მეც იგივეს მიზამს....

უკან-უკან დავიწყე სიარული და ბოლოს კედლის კუთხეში აღმოვჩნდი, გული ამოვარდნას მქონდა ფსიქოპატი კი უფროდაუფრო მიახლოვდებოდა.

- აბა როგორ გრძნობს ჩემი პატარა თავს? - გრძელი საჩვენებელი თითი სახეზე ჩამომატარა ,მე კი ერთიანად შევხტი , როცა შემეხო. არაფერი არ მითქვამს რადგან ძალიან მეშინოდა.

- გეშინია პატარავ? - ხელი წელზე შემომხვია და უფრო ამეკრო სხეულზე, მისი სუნთქვა ტუჩებზე მეცემოდა,  მისი შავი თვალები კი მათრობდა და მაიძულებდა ის ყველაფერი დამევიწყებინა რაც დავინახე.

- მაშინ არ გეშინოდა, როცა მითვალთვალებდი? - კბილებში გამოსცრა და ხელი წელზე უფრო მაგრად მომიჭირა, რის გამოც ხმადაბლა წამოვიკვნესე.

- ა..არა მ...მე...არ...- მისი გრძელი თითები ტუჩებთან მიმადო, რომ გავჩერებულიყავი.

- გეყოფა ტყუილები! - სახეში სილა გამაწნა,  მისი ძლიერი ხელები წელზე ისე მეკვროდა რომ ძირში დაცემა არ შემეძლო.

სახე საშინლად მეწვოდა, იმის გამო, რომ ამ ურჩხულმა სახეში მთელი ძალით გამარტყა,  ზედმეტ ხმას არ ვიღებდი რადგან მეშინოდა....მეშინოდა იმის,  რომ მეც იმ გოგოს ბედს გავიზიარებდი.

- შენივე ფეხით მოხვედი მგლის ბუნაგში...შანსი მოგეცი,  რომ გაქცეულიყავი ფანჯარაც ღია დაგიტოვე შენ კი ჩემთან გადაწყვიტე დარჩენა - ხელები ოდნავ მოადუნა და ჩემს თეძოებზე დაასვენა,  შემდეგ კი თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჩამჩურჩულა...- კეთილი იყოს შენი ფეხი ჯოჯოხეთში! - სველი კოცნების დატოვება დაიწყო მე კი მწარედ ავქვითინდი.

ნიღაბს მიღმა | J.H ( Complete ✓ ) Donde viven las historias. Descúbrelo ahora