დილით ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა დილის 7 საათი იყო ჰოსოკს ჯერ კიდევ ეძინა ხელი კი ჩემს მუცელზე ჰქონდა დასვენებული.
ამ სანახაობის შემყურე მომინდა მეტირა. ეს ადამიანი ხან საშინელ ტკივილს მაყენებს ხანაც კი უსაზღვრო სიხარულს.
რა ადვილია უსიყვარულოდ ცხოვრება მაგრამ მაინც გრძნობ სულის სიღრმეში სიცარიელეს რადგან ეს გრძნობა გაკლია.თვალიდან გაუცნობიერებლად წამსკდა ცრემლები ჰოსოკს ხელი გადავაწევინე და მარჯვენა კუთხეს გადავბრუნდი რადგან არ მინდოდა გაეღვიძა და ეგრევე ჩემი მოსლუკუნე სახე ენახა.
- ლიზა...? - ბალიშიდან თავი აიღო და ოდნავ შემაქანა.
მეტი ვეღარ მოვითმინე ახლა ჩახუტრბა ყველაზე მეტად მინდოდა მისკენ გადავტრიალდი მაგრად ჩავეხუტე და მის მკერდში დავიწყე ტირილი.
- რა მოხდა რატომ ტირი? - თავზე ფერება დამიწყო მე კი ისევ ისე ვიყავი როგორც წეღან.
- უბრალოდ ტირილი მინდა! - ამოვილუღლუღე და მისი მკერდიდან თავი ამოვყავი შემდეგ ცრემლები მოვიწმინდე და საბანში ღრმად ჩავძვერი.
~8 თვის შემდეგ.~
- ჰოსოკ! - ჩემი ხმა მთელ სახლს ექოს მოედო.
ოთახში შეშინებული ჰოსოკი შემოვარდა და თვალების ცეცება დაიწყო.
- რაიყო ჩემო პეპელავ კარგად ხარ?-საწოლთან მოვიდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია შემდეგ კი წამიერი კოცნა დამიტოვა
- ბისკვიტი მინდა უფრო სწრაფად გვინდა.- ეშმაკურად ჩავიცინე და ხელი მუცელზე დავიდე.
- რა კარგად გეხერხება ეს მსახიობობა.- თავი გააქნია და თავი მუცელზე დამადო.
- ჰეი შენ! ბისკვიტი გინდა თუ დედიკო გვატყუებს? - ვითომ რაღაც შეიცხადა და ლეკვის თვალებით ამომხედა.-გასაგებია!
- რაო რა გითხრა? - სიცილით ვუთხარი.
- რა ბისკვიტიო მე ახლა სალათი მინდაო.- წარბები აათამაშა.
YOU ARE READING
ნიღაბს მიღმა | J.H ( Complete ✓ )
Paranormal+15 - ა..არა მ...მე...არ...- მისი გრძელი თითები ტუჩებთან მომიტანა, რომ გავჩერებულიყავი. - გეყოფა ტყუილები! - სახეში სილა გამაწნა, მისი ძლიერი ხელები წელზე ისე მეკვროდა, რომ ძირში დაცემა არ შემეძლო. სახე საშინლად მეწვოდა, იმის გამო, რომ ამ ურჩხულმა ს...