თავი 11

721 41 5
                                    

- არ შეგარჩენ!- ცინიკურად გავიღიმე...მინდოდა რომ თავი შეურაცხმყოფილად ეგრძნო და გამომივიდა კიდეც.

***

სახლში მივედით თუ არა ტანსაცმელი გამოვიცვალე მაკიაჟი მოვიშორე შემდეგ ბალიში და პლედი ავიღე და ოთახის კუთხეში მდგომ სავარძელზე მოვკალათდი თვითონ...ვაჟბატონმა კი ისე ჩაწვა ლოგინში თითქოს 1 საათის წინ არაფერი არ მომხდარა.

10 წუთია რაც მივშტერებივარ ერთ წერტილს და ვფიქრობ: რა აზრი აქვს ისეთ სიცოცხლეს რომელსაც სიკვდილი ახლავს? რატომ არ შეუძლია ძროხას იოგურტი მოიწველოს? რატომ ჭამს ვეგეტარიანელი მხოლოდ ბოსტნეულს...ერთ დღეს ბოსტნეული რომ გაქრეს რას შეჭამენ? ბალახს? რატომ ვწევარ ახლა აქ როცა შემიძლია რომ თბილად ვიწვე საწოლში? იმიტომ რომ არ მინდა ისეთი ადამიანის გვერდით ვიწვე რომლისთვისაც არაფერს ვნიშნავ.

ჰოსოკმა საბანი გადაიხადა შემდეგ ჩუსტები ჩაიცვა და ჩემკენ წამოვიდა მე კი თავი მოვიმძინარე და თვალები დავხუჭე...მოვიდა და ჩემ წინ ჩაიცუცქა.

- ვიცი რომ გღვიძავს...მორჩი ჯიუტობს და საწოლში დაწექი ასე წელი გაგიშეშდება! - ჰაჰ...რაში აინტერესებს მე რა მეტკინება ან რა გამიშეშდება? იდიოტი! სირი!

- ვიცი რომ გულში მლანძღავ! - კარგია თუ ხვდები ...მოიცა რა?! საიდან მიხვდა?

- გეყოფა აფერისტობას...ვერაფერს ვერ მომატყუებ ნეკა თითივით გიცნობ...ვიცი რა გიხარია და რა გწყინს ამიტომ ჩემს გაცურებას ვერ შეძლებ! - ჩემი სახისკენ ხელი წამოიღო მე კი მეტი ვეღარ მოვითმინე და ხელი უხეშად გავაქნევინე შემდეგ კი გადავბრუნდი.

- რომ იცოდე რა მიხარია და რა მწყინს  წეღან სისულელეებს არ წამოროშდი!- პლედი თავზე გადავიფარე რადგან არ მინდოდა ჩემს სლუკუნს მის ყურამდე მიეღწია.

- შენ მაიძულე!

როგორც ყოველთვის...ყველაფერი ჩემი ბრალია.

- ოჰ...ისევ...წადი და დაიძინე ან მე მაცადე ძილი...არ მინდა შენთან საუბარი.

ნიღაბს მიღმა | J.H ( Complete ✓ ) Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon