თავი 16

586 42 15
                                    

"ბოდიშით დადება დამაგვიანდა"

მისვლა მინდა მაგრამ ვერ ვბედავ...მინდა თვალებში ჩავხედო მაგრამ მეშინია რომ მის თვალებში ნაპერწკლებს კი არა ზიზღს ამოვიკითხავ...მინდა რომ მისი თბილი ხელები ჩემსაში მოვიქციო მაგრამ მეშინია 'ვაი რომ ცივი იყოს'...მინდა მწვანე თვალებში ვაცქერდებოდე...მენატრება...უკვე მენატრება.

საკუთარ თავმა მიმტყუნა...ხელში იარაღი მიკანკალებდა და ამის გამო მოხვდა ტყვია ლიზას უბრალოდ მინდოდა რომ პატარა ნაკაწრი ყოფილიყო...ახლა ვეღარაფერს ვერ შევცვლი...

საავადმყოფო ეს ის ადგილია სადაც თავს ყველაზე უსუსურ და უძლურ არსებად ვგრძნობ. მენტალურად მღრნის აქაური წამლების სუნი და მანადგურებს ის ფაქტი რომ ლიზა აქ იმყოფება.

როგორც იქნა ექიმი გამოჩნდა რომ ვკითხო ლიზას მდგომარეობა.

- ექიმო ლიზა როგორ არის? - გიჟივით
მივვარდი.

- ბატონო ჰოსოკ ლიზა ახლა თავს უკეთ გრძნობს... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ტყვიამ ვერ შეძლო კანში ღრმად შეეღწია თორემ ღმერთმა იცის ახლა ლიზა როგორ იქნებოდა...თუ გინდათ შეგიძლიათ ნახოთ მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც ბატონი კიმი დატოვებს პალა-...

სიტყვის დასრულება არ ვაცადე და ლიზას პალატისკენ აჩქარებული ნაბიჯებით შევედი. კარები შევაღე და...ექიმმა როცა თქვა ბატონი კიმი მეგონა რომ  ნამჯუნი იგულისხმა მაგრამ მწარედ შევცდი.
სრულიად უცნობი მამაკაცი იჯდა და ლიზას ხელი ეჭირა. ტვინში მირტყამდა ის ფაქტი რომ ის ლიზას ფითქინა და ნაზ კანს ეხებოდა და არამგონია ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო.
- ჰოსოკ...- წამოჯდომა სცადა მაგრამ ყელზე სახვევებმა თავი შეახსენეს.

- ეს ვინ არის? - პირდაპირ საქმეზე გადავედი.

- მე ლიზას კლასელი ვიყავი.-წამოდგა და ხელი გამომიწოდა.

- შეგიძლია დაგვტოვო.- ზედაც არ შემიხედავ ისე მივახალე. ჩემი თვალები მხოლოდ ლიზასკენ იყო მიმართული.

ნიღაბს მიღმა | J.H ( Complete ✓ ) Where stories live. Discover now