მაღვიძარა რეკავს ,მეც მეღვიძება და მახსენდება რომ უკვე დილის 6 საათია და რაც არუნდა მეძინებოდეს ამ მომენტში ფხიზლად ყოფნაა საჭირო.
"მიდი სოლჰი , ადექი და გაემზადე, იქნებ ეს სწორედ ის დღეა, ხომიცი ერთ პატარა დეტალსაცკი შეუძლია ყველაფერი უკუღმა შემოაბრუნოს" ვდგები საწოლიდან და ხელ-პირს ვიბან და ვემზადები და ამასობაში შვიდი საათიც ხდება...დაბლა ჩავდივარ და ლანჩის გაკეთებას შევუდექი "ფხიზლად სოლჰი! სენდვიჩით გულის ფორმების კეთებას მოეშვი" თავს ძალა დავატანე და დავასრულე. ისმის კარზე ზარის ხმა , ჯეი მოვიდა-" სოლჰი დაუჩქარე!!" თითქოს ირონიულად იძახის ჩემი გარეთ მდგომი "მეგობარი" , მეც ჩანთას ვიღებ და კარისკენ გავრბივარ , ასე იწყება ყოველი დილა ჩემს ახლართულ ცხოვრებაში .
-" ამდენი ხანი სად ხარ? ერთი საათია გარეთ გელოდები"
-"ხოდა გამოსწორების შანსი მომეცი" ვეუბნები ჯეის და ჩემს მიერ მომზადებული საფირმო ლანჩის ყუთს ვუწვდი , ჩაიღიმა და გამომართვა , შეიძლებოდა მეფიქრა რომ ეს რაღაცას ნიშნავს ყოველ დღე რომ არ იმეორებდეს ერთსა და იმავე მოქმედებას, ჩაღიმება ,თავზე ხელის ნაზად დარტყმა და სიცილი.
მალევე ქუჩა ჩავიარეთ და სკოლისაკენ გავეშურეთ.ვერ ვიტან სკოლას, მაგრამ თან ერთი მიზეზის გამო მიყვარს. გავიღიმე და ჯეის გავხედე, მანაც შემომხედა.
"დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ" ღიმილით მეუბნება.
"მე სულ კარგ ხასიათზე ვარ" ამაყად ვამბობ ჯიბეებში ხელს ვიწყობ და გზას ვაგრძელებ
"ხო კი, როგორ არა" დამცინავად მეუბნება და მხარს მკრავს. ვირი.
ოღონდ საყვარელი.ამ ლანზღანდარაობაშიც ნელ-ნელა სკოლას ვუახლოვდებით, ჩვენს საკლასო ოთახში შევდივართ სადაც იუნა გვხვდება ჩვენი საუკეთესო მეგობარი, მასაც ვესალმებით ჩვენს ადგილებზე ვჯდებით და ზარიც ირეკება.
YOU ARE READING
Sketchbook~VOL.2
Fanfictionმოკლედ ეს წიგნი არის ჩემი პირველი წიგნის "სკეტჩბუქის" მეორე ვერსია. პერსონაჟები რათქმაუნდა იგივეა მხოლოდ ამბავი არის ოდნავ შეცვლილი და იმედია მოგეწონებათ<3