ზაფხულის გრილი საღამოა. ცა მოწმენდილია. პარკში მინდორზე ვარ წამოწოლილი და ცას შევყურებ. ის ისეთი კაშკაშაა, მოციმციმე ვარსკვლავებით სავსე. თვალებს ვხუჭავ და ვტკბები სიგრილის შეგრძნებით...სანამ სხეულზე სითბოს არ ვგრძნობ, ხელს მკერდზე ვიდებ... რაღაც სითბოს და სველს ვგრძნობ....ხელს დავაკვირდი...ეს სისხლია...ჩემი სისხლი?...
-ადექიი ელის -გაისმა დედაჩემის ხმა რამაც გამომაფხიზლა. ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. გავიდა 1..2..3..4 წუთი. სიჩუმეა და ძილის შებრუნება ვცადე , მოულოდნელად კი დედაჩემი ჩემს ოთახში შემოდის და თმებს მიჩეჩავს
-ადექი საყვარელო უკვე 11 საათია და ბარგის ჩალაგება არ დაგიმთავრებია დღეს ხო ნიუ იორკში მივდივართ-თვალები გადავატრიალე და ოდნავ გავიღიმე
-კარგი დე ახლავე ავდგები - დედამ შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა
ლოგინიდან ზოზინით ავდექი. ეს ისტორია უკვე იმდენჯერ მეორდება რომ ყველაფერი საშინლად მომბეზრდა. ალბათ გიკვირთ რა ისტორიაზე ვსაუბრობ..აჰჰ მამაჩემი როდესაც 5 წლის ვიყავი მაშინ გარდაიცვალა ავტო ავარიის შედეგად ჩემი თავი კი დედაჩემს დარჩა, ახლა კი 18 წლის ვარ. სკოლა წელს დავამთავრე და ახლაც როგორც თითქმის ყოველ წელს დედაჩემის სამსახურის გამო სხვა ქალაქში გადავდივართ. ამ შემთხვევაში კი ეს ქალაქი ნიუ იორკიაია. სულაც არ მინდა ლასვეგასიდან უცხო ქალაქში გადავიდე და უცხო გარემოში დავიწყო კოლეჯი მაგრამ რასვიზამ? ხვალ უკვე ახალ ქალაქში ვიქნები. ახალ სახლში ვიცხოვრებ, ახალ მეზობლების გარემოცვაში. კოლეჯში ვისწავლი სადაც არავის ვიცნობ. მომეწონება ისინი? დავუმეგობრდები?ამ ფიქრებით ვიყავი გართული და თან ტანსაცმელს ვალაგებდი რომელიც ძალიან ძალიაან ბევრი აღმოჩნდა. 2 საათის შემდეგ ჩემი და დედაჩემის ნივთების ჩალაგება დავასრულე და დავაპირე სამზარეულოში ჩასვლა მაგრაამ მოულოდნელად ტელეფონის ხმა გავიგე. დედაჩემი რეკავს.
-გისმენ დე
-ძვირფასო ყველაფერი ჩაალაგე?
-ხო დე
-კარგი. სახლში მალე დავბრუნდები
-კარგი დაა აეროპორტში როდისთვის უნდა ვიყოთ?
-5ზე იქ უნდა ვიყოთ. 4ზე მზად იყავი
-კარგი
ჩავფიქრდი. დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რა ჯანდაბა უნდა გამეკეთებინა 2 საათის მანძილზე? ორი იმიტომ რომ 1 საათი მაინც მჭირდება მოსამზადებლად. ბოლოს ავდექი. ტოპები ,სპორტული ფეხსაცმელები და შორტები ჩავიცვი. ავიღე ჩემი ყურსასმენები და სარბენად პარკში გავედი. წყნარი მუსიკა ჩავრთე და გზას გავუდექი. გზადაგზა ყველაფერს თვალს ვავლებდი, ეს ხომ ,ჩემი ბოლო დღეა ამ ქალაქში. მგონი სადღაც ნახევარი საათი დავრბოდი. სახლამდე მისაღწევადაც ზუსტად ნახევარი საათი დამჭირდა. სახლში მისულს კი სააბაზანოსკენ გავეშურე. გრილი წყლის წვეთები სხეულზე მისრიალებდნენ და ეს სიამოვნებას მგვრიდა. საშხაპიდან გამოსულს სარკეში ჩავიხედე, ჩემი ანარეკლის დანახვისას ის ჩემი საზარელი სიზმარი გამახსენდა. თვალები დავხუჭე და გონებიდან ამოვიგდე სიზმარზე ფიქრები. სარკეს გავშორდი და სწრაფად მოვემზადე. ავიღე ჩემი შავი ზურგჩანთა, ყურსასმენები და ტელეფონი კი შიგ ჩავდე.ცოტახანში კარზე ზარის ხმაც გავიგე. ალბათ დედაჩემი დაბრუნდა. სწრაფად ჩავირბინე ქვევით. კარი გავაღე და დედას მივეგებე, დედამ შემათვალიერა და შემომცინა.
-ოჰ ჩემი გოგო უკვე გამოპრანჭულა
-არ ვარ გამოპრანჭული ჩვეულებრივად მაცვია- თვალები გადავატრიალე დედაჩემმა კი გაიღიმა და თვის ოთახში ავიდა მოასამზადებლად და ბარგის ჩამოსატანად. ტაქსიც მალევე მოვიდა და ჩვენ გველოდა. დედას მძღოლი დაეხმარა ბარგის საბარგულში ჩალაგებაში მე კი ფანჯარასთან დავიკავე ადგილი და ფანჯარა ჩამოვწიე, მინდოდა კიდევ ერთხელ შევათვალიერებინა ლოს ანჯელესი ...
YOU ARE READING
მოციმციმე ვარსკვლავები
Romance''საღამოს გამოგივლი, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო, თან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გესაუბრო'' ''და საით?'' ''მაგას საღამოს გაიგებ'' თვითონაც არვიცი რატომ, თუმცა ვგრძნობდი რომ ამ საღამოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა...