თავი 8

98 11 0
                                    

ალექსი უკვე ჩაცმული იყო და მე მელოდა როცა ჩემმა ტელეფონმა დარეკა. დედაჩემი რეკავდა.
-გისმენ დე
-ელის, საყვარელო სად ხარ?
-გუშინ მეგობართან დავრჩი დე. რამე მოხდა?-ალექსის ხმადაბალი სიცილი შემომესმა
- არაფერი ძვირფასო. უბრალოდ, სახლში რომ არ დამხვდი ვინერვიულე.
-სახლში მალე დავბრუნდები დე და მერე ვისაუბროთ.
-რამე მოხდა საყვარელო?
-არა არაფერი.
- კარგი ძვირფასო.
ტელეფონზე საუბარი დავამთავრე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ალექსი მთელი ამ დროის მანძილზე  ყველაფერს ისმენდა. ახლა მის თვალებში ათასი კითხვა იკითხებოდა.
-აბა გისმენ
-რა- ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა
-იმ კაცს იცნობ ჰო?  -მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა
- უნდა ვიცნობდე?
-კარგი იყოს მასე.
-სახლში უნდა წავიდე დედაჩემი ინერვიულებს თუ დავაგვიანებ. - რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამეღწია მისი მზერისგან.
- მე წაგიყვან.
-არა, მარტო წავალ.
-  ვერ გადაგაფიქრებირებ? -მკითხა შეპარვით
-ვერა -გავიცინე და კარებისკენ წავედი - აბა კარგაად- ხელი დავუქნიე და გარეთ უნდა გავსულიყავი როცა ალექსმა შემომაბრუნა და გულში ჩამიკრა, ისე ძლიერად ჩამეხუტა რომ ვიფიქრე ბოლოჯერ ვხედავდი.
-კოლეჯში შევხვდებით- თბილად მიღიმოდა მე კი გაოგნებული შევცქეროდი.
- შეხვედრამდე -ვუთხარი და მკრთალად გავუღიმე. 
სახლში წამოვედი....

....
სახლში მისულს დედაჩემი შინ დამხვდა და კითხვების ქარბორბალა მესროლა.
-ელის რა მოხდა? ტელეფონზე უცნაური  ხმა გქონდა.
-გუშინ ტომ ტომსონი ვნახე.
-რაა? -დედაჩმი ადგილზე გაქვავდა.
- მას იცნობ ჰო ასეა?- ..დუმილი..-ასეც ვიცოდი.
-ყველაფერს აგიხსნი ძვირფასო- იქვე სავარძელზე ჩამოვჯექით და ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა იმ დღეზე. მამაჩემის სიკვდილის დღეზე. მომიყვა თუ როგორ იპოვეს სამ დღიანი ძებნის შემდეგ მიტოვებულ კორპუსში, სისხლისგან დაცლილი, დასახიჩრებული.. ამ ყველაფრის მოსმენა საშინლად რთული და მტკივნეული იყო..ცრემლები მახრჩობდა.
-ახლა კი გუშინდელი ამბავი მომიყევი.
ძლივს შევძელი გუშინდელი ამბის მოყოლა..ნუ რათქმაუნდა ალექსთან დარჩენაზე არაფერი მითქვამს. დედაჩემი მდუმარედ მიყურებდა, არ იცოდა რა ეთქვა. ან რა უნდა ეთქვა?
- შენგან რა უნდა?
-არვიცი. თქვა რომ ჩემშში მამაჩემს ხედავს- დედაჩემს სახეზე ფერი აღარ ედო.
-თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ორივე საფრთხეში ვართ საყვარელო. დღეიდან არსად წახვალ გაუფრთხილებლად გასაგებია?
-კარგი რა დე. ის მე ვერაფერს დამიშავებს.
-ელიის ეს საკამათო თემა არაა. 
-კარგი!-ძალა მოვიკრიბე  და ოთახში ავედი. კოლეჯისთვის უნდა მოვმზადებულიყავი....

მოციმციმე ვარსკვლავებიWhere stories live. Discover now