..გზაში უხერხულ სიჩუმეს მხოლოდ მუსიკის ტკბილი ჰანგები არღვევდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მუსიკას მხიარულად ავყევი, უფრო სწორად რომ ვთქვათ 'ავყროყინდი'. რათქმაუნდა ვიცი რომ კარგი ხმა არ მაქვს, მაგრამ სიტუაცია ხომ უნდა განმემუხტა? მშვენივრად გავერთე. ალექს მთელი გზა ღიმილი დრო ღიმილი არ მოშორებია სახიდან, ეტყობა ერთობოდა.
მუსიკა დამთავრდა, მოვიწყინეთ. გადავწყვიტეთ ნიუ-იორკის ქუჩებში ფეხით გაგვესეირნა.
ქუჩაში მივაბიჯებდით, თან ერთმანეთს ისტორიებს ვუყვებოდით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით. უნდა ვაღიარო რომ დღე ჯერჯერობით საუკეთესოდ მიდიოდა. ასეთი მშვენიერი დრო კარგა ხანია არ მიტარებია.
უეცრად ჩვენ წინ მყუდრო და საყვარელი საშაურმე გამოჩნდა. გარეთ ძალიან გემრიელი სუნი ტრიალებდა, ისეთი რომ ვეღარ მივითმინე და ალექს ვუთხარი:
- აუუ პუშკიინ მშია, წამოდი შევიდეთ რაა - მუდარით სავსე თვალებით გავხედე და მაისურზე ჩავებღაუჭე, იმ იმედით რომ დამთნხმდებოდა.
- კი მაგრამ ელის, ახალ ნაოპერაციები ხარ და არ...- დაიწყო მაგრამ მე რის ელისი ვარ თუ არ გავაწყვეტინებდი და ჩემსას არ გავიტანდი?
- აუუ ძალიან მშია ალექს, თან არამგონია შაურმამ რამე მიქნას და სხვათშორის ძალიან მომბეზრდა საავადმყოფოს უგემური წვნიანები! რამე ჩვენებურის დაგემოვნებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი!
- ახ კარგი - ამოიოხრა და კარები გამიღო.
- რა ჯელტმენი ბრძანდებით მისტერ.- ვთქვი სიცილით და საშაურმეში შევედი.
- თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ მის ჰობს- თქვა თავმომწონედ.
შიგნით ძალიან მყუდრო გარემო იყო. ჩვენთვის სასურველი ადგილები მალევე მოვძებნეთ ფანჯარასთან და მიმტანს დაველიდეთ. ცოტახანში ისიც გამოჩნდა, ჩვენკენ მომავალი, მიმტანის ფორმაში გამოწყობილი ტანწერწეტა გოგო. ალექსის დანახვაზე გოგო ადგილზე გაშრა, შეჩერდა, ფორმა გაისწოარა, წელში გაიმართა, მკერდი წინ წამოწია და ჩვენკენ გამოემართა. აუჰ სიცილს ძლივს ვიკავებდი ამ სანახაობის შემყურე. ეს დებილი კი როგორც ყოველთვის ვერაფერს ხვდებოდა, მიყურებს ჩამორჩენილი ადამიანივით.
YOU ARE READING
მოციმციმე ვარსკვლავები
عاطفية''საღამოს გამოგივლი, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო, თან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გესაუბრო'' ''და საით?'' ''მაგას საღამოს გაიგებ'' თვითონაც არვიცი რატომ, თუმცა ვგრძნობდი რომ ამ საღამოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა...