თავი 6

110 9 1
                                    

 სუნთქვის დარეგულილებასთან ერთად ტომსონის ადგილსამყოფელის მომეძებნას ვცდილობდი, რა დროსაც ვიღაცამ ცალი ხელი მკლავში ჩამავლო მეორე ხელი კი პირზე ამაფარა. ყვირილს ვაპირებდი როცა ნაცნობი ხმა გავიგონე

-დამშვიდდი, -ალექსია. არ მეგონა თუ მისი ნახვა ასე გამახარებდა. გულზე მომეშვა. ამასობაში ტომსონი მოუახლოვდა იმ შესახვევს სადაც ვიმალებოდით, ირგვლივ გაფაციცებით იყურებოდა თუმცა ქუჩა სრულებით ცარიელი იყო. ხელიდან დავუსხლტი. ალექსის წყალობით.

როცა თვალს მოეფარა შვებით ამოვისუნთქე. ამის მერე იცით რა მოხდა? ალექსი ჩამეხუტა. შეიძლებოდა სხვა დროს მისთვის ხელი მეკრა, მაგრამ არა ახლა. უსიტყვო ჩახუტება ისევე მესაჭიროებოდა როგორც სუნთქვა. დაუყოვნებლივ მოვხვიე ხელები და ავქვითინდი. პირველად ვტირი ბიჭის თადასწრებით, ის კი თავზე მეფერებოდა და ჩურჩულებდა რომ ყველაფერი კარგად იყო. ბოლოს ხელი ჩამკიდა და მანქანაში ჩამსვა, თვითონ კი მძღოლის ადგილას დაჯდა. არაფერი უკითხავს, არაფერი უთქვამს. იცოდა საუბრის თავი არ მქონდა. მანქანა დაძრა. ფანჯარას ოდნავ ჩაუწია ისე რომ სუფთა, გრილ ჰაერს შესძლებოდა ჩემს სახეზე მოლამუნება. თავი მინას მივადე და თვალები დავხუჭე...უკვე სიზმრებში ვიძრებოდი როცა ჩემს ყურს somewhere only we knowს ჰანგები მოსწვდა.. დაბალ ხმაზე თუმცა მაინც მესმოდა..ეს ჰანგები რატომღაც წარსულის ბედნიერ მომენტებს მახსენებდა..

14 წლის წინ

ახალი წელი

-დედაა მამა როდის მოვა?

-მალე პატარავ-ამასობაში კარის გაღების ხმა გასიმა

-დავბრუნდი

-მამააა- კარისკენ გავექანე,სახლში ახლად შემოსულ მამასთან ჩასახუტებლად. ჩემი დანახვისას პარკებით დახუნძლული ხელი მაღლა აწია. მომიწია შევჩერებულიყავი

-ახლა არა ელის. პარკები გამივარდება ხელიდან - მეწყინა. ჩახუტებაზე უარს იშვიათად ამბობდა. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი..-მომიცადე პარკებს სამზარეულოში შევიტან მერე კი გემრიელად ჩავკოცნი ჩემგოგოს -თვალი ჩამიკრა და სამზარეულოსკენ დაიძრა სიცილით.

მოციმციმე ვარსკვლავებიWhere stories live. Discover now