-მე ბევრი ადამიანი მომიკლავს და კიდევ ერთსაც უპრობლემოდ მივამატებ...
-ელის ხელი არ ახლო ნაძირალავ!-გავიხედე და რას ვხედავ...ალექსიუკვე ამოსულიყო, ძლივს სუნთქავდა, ალბათ კიბეებზე ამოირბინა. კარგად შევათვალიერე, ხელში პისტოლეტი ეჭირა. იარაღი საიდან???
-ალექს ხომ გთხოვე არ გამომყოლოდი! - ვგრძნობდი ცრემლები როგორ მახრჩობდნენ მის შემყურე.
-გეგონა ამ ფსიქოპატთან დაგტოვებდი?
-მგონი დღეს ერთის ნაცვლად 2 ლამაზმანი მიემატება ჩემს კოლექციას აჰჰაჰა.
-ალექს დაბრუნდი უკან გთხოვ- ჩემი თხოვნის მიუხედავად ალექსი იდგა და განძრევასაც არ აპირებდა. მეშინოდა..
-აქედან ერთად წავალთ .
- ბიჭუნავ ეგ იარაღი სათამაშო ხომ არ გგონია? გირჩევ დააგდო თუ გინდა შენმა სატრფომ იცოცხლოს.- ალექსი მუქარის მიუხედავად ისევ იარაღ მომარჯვებული იდგა, მეტიც, იარაღი მოიმარჯვა და ტომსონს პირდაპირ თავში დაუმიზნა.ტომსონმა ერთი კარგად შეათვალიერა ალექსი და ჩაეცინა.
-თავი გმირი გგონია? შანს მოგცემ წადი, დაახვიე სანამ დრო გაქვს.
ალექსი ადგილიდან არ იძვროდა.
-ელის ეს რა ჯიუტი შეყვარებული გყოლია ზუსტად შენნაირი.
-ელისი გაუშვი და წავალთ - ტომსონს უკვე აღარ ეცინებოდა, სახე დაუსერიოზულდა, თავისუფალი ხელი კისერზე გადამდო და იარაღი ალექს დაუმიზნა. არაფერი არაფერი მოხდებოდა აქ, რამე უნდა მომეფიქრებინა სანამ დრო იყო. ტომსონისთვით თავი უნდა დამეღწია.
ტომსონს მხოლოდ ცალი ხელით ვყავდი დაჭერილი. მეორე ხელი დაკავებული ჰქონდა, იარაღი ეჭერა და ალექსს უმიზნებდა. რამე უნდა მომეფიქრებინა..
-მთელი სამაშველო ორგანიზაცია აქ არის. როგორც ჩანს ჩემი ძალიან ეშინიათ.
-რამდენს ლაყბობ, მაგას ჯობია გაგვიშვა .
იარაღი გადატენა..
YOU ARE READING
მოციმციმე ვარსკვლავები
Romance''საღამოს გამოგივლი, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო, თან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გესაუბრო'' ''და საით?'' ''მაგას საღამოს გაიგებ'' თვითონაც არვიცი რატომ, თუმცა ვგრძნობდი რომ ამ საღამოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა...