თავი 18

96 10 0
                                    

უბრალოდ პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, მან კი ცდუნებას ვეღარ გაუძლო, ჩემს ტუჩებს დაეწაფა თავისი მალინისფერი ფაფუკი ტუჩებით...

აი ელის....შენი პირველი ნამდვილი კოცნაც.

...

დილით ტელეფონზე მესიჯის ხმა მაღვიძებს. თვალებს ვიფშვნეტ ტელეფონს ძლივს ვპოულობ და მესიჯს ვხსნი.

''დილამშვიდობისა პატარავ. გირჩევ ადგე თორემ კოლეჯში მისვლა დაგაგვიანედება😉 ''

ალბათ უკვე მიხვდით ვისი წერილიცაა. ჰო რათქმაუნდა ალექსის. საათს დავხედე და ჯერ კოლეჯში წასვლამდე 2 საათია . ამ დილა ადრიან რას მაღვიძებს!. გაბრაზებული ვდგები და აბაზანისკენ მივექანები.

ალბათ გაინტერესებთ გუშინ რამოხდა... ისეთი არც არაფერი. მაკოცა, ვაკოცე, და ბოლოს დებილივით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ვერასდროს ვერ ვიტანდი ასეთ მომენტებს და ვამბობდი რომ ჩემი პირველი კოცნა უფრო რომანტიკული იქნებოდა მაგრამ აჰა...მეც იგივე დამემართა. რატომ პირველი კოცნა? იმიტომ რომ წინა ჯერზე თავადაც გახსოვთ ალბათ რა მოხდა. ო ღმერთო იცით რა ტკბილი ტუჩები აქვს? მისი მალინისფერი ტუჩები თავიანთ შესახედაობას ამართლებენ.

ბოლოს თავს ვაქნევ ამ ფიქრებს ვფანტავ, სააბაზანოდან გამოვდივარ და დაბლა ჩავდივარ სასაუზმებლად. საუზმის შემდეგ ჩანთას ვიღებ, დედას ვემშვიდობები, და კოლეჯის გზას ვადგები..იმის გამო რომ ჯერ კიდევ ადრეა, ქუჩები თითქმის ცარიელია.

კოლეჯში მისულს მყუდრო ადგილი მოვნახე, გემრიელად მოვკალათდი და გოგოებს დაველოდე. ნახევარ საათში ისნიც გამოჩნდნენ და ცოტა წავიჭორავეთ. მოულოდნელად უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა

-სალამი ელ- აი ლუისიც -მომენატრეე!!-მოვიდა და გადამეხვია.

- მეც მომენატრე ლუუ

-ჰეი- ალექსიც შემოგვიერთდ. მიესალმა ბავშვებს და როცა დაინახა ლუისი მეხუტებოდა წარბები შეკრა. რაო რაო ჩვენმა პუშკინმა იეჭვიანაო?

მოციმციმე ვარსკვლავებიWhere stories live. Discover now