სხეულზე სითბოს ვგრძნობ ხელს მკერდზე ვიდებ... რაღაც თბილს და სველს ვგრძნობ....ხელს დავაკვირდი...ეს სისხლია...ჩემი სისხლი?...სისხლით გაჟღენთილი მაისური ტანზე მეკვრის....სისხლის გუბე...სისხლი......სისხლი ......სისხლიი
თვალებს სწრაფად ვახელ.
-ოხ ჯანდაბა ისევ კოშმარი-თვალებს ვიფშვნეტ მერე კი ელვადაკრულივით მახსენდება, რომ დღეს ჩემი პირველი დღეა კოლეჯში, მე ხომ საბუთები უკვე გაგზავნილი მქონდა და თანხმობაც მივიღე. სასწრაფოდ ვდგები და აბაზანაში შევდივარ, საჭირო პროცედურებს სწრაფადვე ვამთავრებ და ხელში რაც მხვდება იმას ვიცმევ: შავი ბრეტელებიანი ტოპი , მაღალწელიანი შავი შარვალი, შავი მოსაცმელი. ვაღიარებ რომ შავი ჩემი საყვარელი ფერია. ჩანთას ვიღებ და გარეთ გავდივარ. ყურსასმენებს ვირგებ და კოლეჯისკენ ფეხით მივდივარ რადგან არცისე შორსაა. გზაზე მივაბიჯებდი როცა მკლავზე შეხება ვიგრძენი, უკან გავიხედე და ხელში ქერა , ჩემზე დაბალი გოგო შემხვდა,
-ჰეი
-ჰეი
-მე ევა ვარ შენ?- მკითხა და ხელი გამომიწოდა. როგორც ჩანს ამ ხალხს უყვარს შემხვედრების გაცნობა.
-ელისი-ხელი ჩამოვართვი
-მგონი ახალი ხარ, აქ პირველად გხედავ. კოლეჯში მიდიხარ?
-კი ასეა
-მეც, როგორც ჩანს ერთად დავესწრებით ზოგიერთ ლექციას.
-შესაძლოა
-კარგია, ოჰ აი ისიც. ჩემი დაგვიანებული მეგზური. -თქვა და გოგონაზე მანიშნა
-ჰეით-გვითხრა შავთმიანმა საკმაოდ ლამაზმა გოგონამ-"მე ბეტი ვარ"
-ელისი
-ახალი ხარ არა?
-აჰამ
-ძალიან კარგი. მიყვარს ახალები. აქაურობას დაგათვალიერებინებთ შემდეგში. ახლა კი რას ვუცდით, არ წავიდეთ?-ანცად გაგვიღიმა და წინ გვიბიძგა.
-ეი ეი მოვდივართ- ვითომ სიბრაზით შეედავა ევამ და მასაც გაეღიმა.
გზაში ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთი კარგად გავიცანით.მხიარული გოგოები არიან. სხვათაშორის ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. მიკვირს ჩემი თავის, ასე სწრაფად მეგობარი არსად გამიჩენია .
კოლეჯში მოსულს, გოგოებს ვთხოვე დირექტორის კაბინეტი ეჩვენებინათ. მათ ერთ ოთახთან მიმიყვანეს სადაც ოქროს ჩარჩოთი წარწერა იყო დაკიდებული "დირექტორი" . ასეთ რაღაცეებს დიდად ყურადღებას არვაქცევ მაგრამ ოქროს ჩარჩო? თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ავხარხარდე. რამოდენიმე წუთი ვყოყმანობიდი შემდეგ გოგოებმა მიბიძგეს და დავაკაკუნე .
-შემოდით- გაისმა შიგნიდან მამაკაცის მკაცრი ხმა. კარი შევაღე და შიგნით შევედი. ოთახში ერთი, ალბათ 19 -20 წლის საკმაოდ სიმპატიური ბიჭი დირექტორის მაგიდის მოპირდაპირედ, სავარძელში იჯდა, ხოლო შუახნის კაცი, თავზე ედგა. ორივე მე შემომყურებდა. ბიჭს მადლიერი მზერა ჰქონდა კაცს კი მკაცრი ,როგორც ჩანს საუბარი შევაწყვეტინე. შუახნის კაცმა ლაპარაკი დამიწყო
- თქვენ ალბათ მის ჰობსი ბრძანდებით არა?-მკითხა და შეძლებისდაგვარად გამიღიმა
-ამმ დიახ
-სასიამოვნოა თვენი გაცნობა მის ჰობს, მე ამ კოლეჯის დირექტორი მისტერ სმიტი ვარ, ეს კი ჩემი ძმისშვილი ალექსია- სავარძელში მჯდომ ბიჭზე მიმითითა.ბიჭს შევხედე ის კი იჯდა და უსირცხვილოდ მათვალიერებდა ისე თითქოს რენდგენში მატარებდა. ჩემი მზერის შემჩნევის შემდეგაც თვალი არ აურიდებია. აჰჰ როგორ ვერ ვიტან მისნაირებს.
-სასიამოვნოა-გავუღიმე დირექტორს ალექს კი მკაცრი მზერით გავხედე.
-მის ჰობს-დაიწყო მისტერ სმიტმა -დღეს თქვენთვის კოლეჯის პირველი დღეა ამიტომ მოვითხოვ სრულ პასუხისმგებლობას და მინდა რომ სერიოზულობით მიეკიდოთ ამ საკითხს, იმედია ამის პირობას მომცემთ არა?-მითხრა და სახეზე ღიმილი აიკრა
-რათქმაუნდა მისტერ სმიტს. - მწველ მზერას ვგრძნობდი,ალექსი თვალს არ მაცილებდა, მაგრამ ვცდილოდი არ შემემჩნია და დირექტორის მოსმენა განვაგრძობდი.
-მშვენიერია მის ჰობს,-გამიღიმა მისტერ სმიტმა
-ახლა კი თუ კითხვები აღარ გაქვთ ალექსი მიგაცილებთ თქვენს კაბინეტთან. პირველი ლექცია სადაცაა დაიწყება- გამიღიმა და ძმიშვილს თვალები დაუბრიალა. ალექსმა თვალები გადაატრიალა და ზოზინით ფეხზე წამოდგა.
-რათქმაუნდა ბიძიკო-, მას ისე დაეწვრილებინა ხმა, რომ ძალიან გავდა ქალისას. სიცილს ძვლივს ვიკავებდი.
-მაიმუნოსბის გარეშე!-მკაცრად უთხრა ჩვენმა დირექტორმა და ალექს სახეზე ღიმილი გაუქრო.
-ახ კარგი-მისი ხმაა, ღმერთო მას ისეთი ბოხი და მშვიდი ხმა ჰქონდაა. ადგილზე გავიყინე. ღიმილიც სახელშე შემეყინა. ამას ნაღდად არ ველოდი.
_ააჰ ელის რაგჭირს ის უბრალო ბიჭია, ბიჭისთვის დამახასიათებლი ბოხი ხმით, არაფერი განსაკუთხრებული- შევახსენე ჩემ თავს.
_ვის ატყუებ ელის, აღიარე რომ თავიდანვე ჩაიკარგე მის მწვანე და მიმზიდველ თვალებში. შენ მისით მოიხიბლე. - ამომძახა ქვეცნობიერმა რაც ახლა ნამდვილად არ მჭირდებოდა. თავი გავაქნიე და უაზრო ფიქრები გავფანტე.ოთახიდან გამოსულს, გოგოები იქ აღარ დამხვდნენ, ალბათ ლექციაზე წავიდნენ. ახლა კი დერეფანში მხოლოდ მე და ის ალექსი ვიდექით . ცხრილი დავხედე რომელიც დირექტორმა ოთახიდან გამოსვლის წინ მომცა, პირველი ლიტერატურა მაქვს. ჯანდაბა რატომ პირველი მაინცდამაინც ლიტერატურა? როგორ ვერვიტან. ლიტერატურის გარდა დანარჩენებს კიდე არაუშავს. ცხრილი ჩანთაში ჩავაბრუნე და იქაურობას შეთვალიერება დავიწყე. დავინახე თუ როგორ მომშტერებოდა ალექსი ,ახ ღმერთოო, კარგი რაა
-ბიძაჩემმა შენი თავი მე ჩამაბარა ამიტომაც მე უნდა დამიჯერო 'ბაჭიავ' - უკან გავიხედე, იმ პაწაწინა იმედით რომ მე არ მომმართავდა
- მე მომმართავ?
-შენ გეუბნები ჰო რაიყო
-რავი აქ ბაჭიავ ვერვხედავ- კმაყოფილმა ანგელოზის ღიმიალი ავიკარი.
-აბა ბაჭიავ არ მეტყვი შენს ნომერს?"
-ისევ მისი "დამატყვევებელი" ხმა. რადავაშავე ამ იდიოტს რომ გადავეყარე?
-როგორც ჩანს ზედმეტსახელების დარქმევა გიყვარს, შეიძლება ეს ბევრს მოსწონს მაგრამ დამიჯერე , მაგნაირები ჩემთან არ გაგივა -,ზურგი ვაქციე . არვიცი საითკენ ვაპირებდი წასვლას მაგრამ გზა გავაგრძელე.
-დარწმუნებული ხარ რომ ჩემს გარეშე არ დაიკარგები პატარავ?- უკნიდან მომაძახა ვაჟბატონმა
-სრულებით
-კარგი ელის ჰობს, დავიმახსოვრებ.-
მან ჩემი სახელი საიდან გაიგო? დირექტორსაც კი არ მოუმართავს სახელით და არც მე არმითქვამს. აახ კარგი დავიკიდოთ. პასუხი არ გამიცია ისე გავაგრძელე გზა.
კაი ხნის ბოდიალის შემდეგ მივაგენი ლიტერატურის კაბინეტს, დავაკაკუნე კარზე და შევედი
-დიდი ბოდიში დაგვიანეისთვის. ცოტა დავიკარგე
- თქვენ ახალიხართ არა?- ლექტორმა ფაქტია არიყო კმაყოფილი ჩემი დაგვიანებული მოსვლისგამო, მაგრამ რა ჩემი ბრალი? დირექტორს ვინმე ნორმალურისთვის რომ დაევალებინა ჩემი კაბინეტამედე მოყვანა ასე არ მოხდებოდა.
-დიახ, ელის ჰობსი -ვთქვი და ვეცადე ბუნებრივად გამეღიმა.
- კარგით მის ჰობს თუ შეიძლება ადგილი დაიკავეთ -მომიგო ოდნავ მკაცრად. მის ნათქვამზე თვალები ავატრიალე და თავისუფალი ადგილისკენ გავექანე.
YOU ARE READING
მოციმციმე ვარსკვლავები
Romance''საღამოს გამოგივლი, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო, თან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გესაუბრო'' ''და საით?'' ''მაგას საღამოს გაიგებ'' თვითონაც არვიცი რატომ, თუმცა ვგრძნობდი რომ ამ საღამოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა...