თავი 11

92 9 0
                                    

ტომ ტომსონი.
ელისი სანამ გაითიშეოდა ტელეფონით დედამისს ელაპარაკებოდა.
-ელიის საყვარელო რა ხდება მანდ? - ქალის ანერვიულებული ხმა ისმის ტელეფონიდან.
-ელისი ჩემს ხელშია
-ვინ ხართ?
-მე ის ვარ ვისაც პოლიციის არეშინია. მე ის სიკვდილის აჩრდილი ვარ რომელმაც თქვენი ქმარი საიქიოსკენ თავისი ხელებით გაუშვა, და ახლა მე ის ვარ ვინმაც თქვენი ერთადერთი ქალიშვილი მოიტაცა.
-არმესმის რასამბობთ..
-გაუგებრად ვთქვი რამე მისის ჰობს?
-ტ... ტოტოომ ტომსონ?- ქალმა აკანკალეული ხმით ძლივს წარმოთქვა ჩემი სახელი .
-დიახ დიახ, სწორად გამოიცანით - ზედმეტი ინფორმაცია არ უნდა გაეგოთ ამიტომ უნდა გამეთისა ტელეფონი. ძლივს ძლივობით გავთიშე . ამ აიფოუნს თუ აიფონს ხო ვერ დავადგი თავი. გაბრაზებულმა ტელეფონი იქვე მივაგდე. მანქანა დავძარი და ჩემი სამალავისკენ გავემართე.

ალექსი

ელისი კარგა ხნის წასული იყო, ისევ კოლეჯის ეზოში ვიდექით, ჩვენები მოგზაურობიდან ახლახან დაბრუნებულ ლუკას ესაუბრებოდნენ და საცაა შეეჭამათ კითხვებისგან საწყალი ბიჭი. ნეტა მისი საბრალო გამოხედვა გენახათ. ჯერ კიდევ ვერ აენაზღაურებია ამერიკასა და პარიზს შორის დროის სხვაობისგან გამოწვეული დაღლილობა, ესენი კი კითხვებს აყრიდნენ. ლუკასის სახის შემყურე ელისის ბოლო, შეწუხებული გამოხედვა გამახსენდა. მის გამოხედვაში ეჭვი, ბრაზი, შიში, გაურკვევლობა და დაბნეულობა ერთდროულად აღბეჭდილიყო. ნეტავ რა ხდება მის თავს?
-როგორც ჩანს მან მოახერხა შენი გულის დაპყრობა- ბობიმ ხელი გადამხვია მხარზე და ფილოსოფოსის იერით შემომხედა. დიდიხანია რაც აქ დგას?
-რა?
-თავს ნუისულელებ, შენ თვითონაც იცი ვისაც ვგულისხმობ. ელისი შეგიყვარდა ეს პირდაპირ- შუბლზე საჩვენებელ თითს მაჭდობს -აი აქ გაწერია

-ჰმმ... ჰოო?!

- დიახ!

-არვიცი.... დარწმუნებული არვარ
-რაში არხარ შე ქლიავო დარწმუნებული? წეღან ლუისთან ერთად რომ ნახე ლამის თვალებით დამარხე საწყალი ბიჭი და შენს ბიძაშვილ სოფიაზე რომ იეჭვიანა მაშინ ხო მთლად გამოლენჩებულივით იღიმოდი. მეტი მტკიცებულებაა საჭირო?
-ჰოო რავი

მოციმციმე ვარსკვლავებიWhere stories live. Discover now