თავი 13

93 10 0
                                    

-ვიპოვეთ. -თქვა მისტერ ჯონსმა(მთავარი პოლიციელი) და სწრაფად წამოდგა-ის ამჟამად დაუსახლებელ რაიონში, მიტოვებულ კლინიკაშია. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

-არ მომეკაროო-გასმა ელისის განწირული ხმა. უნდა გადავარჩინო.

-მეც წამოვალ- თქვა ლუისმა და სწრაფად წამოხტა.

-ეს ძალიან სახიფათოა.

-გგონიათ აქ დაგელოდებით როცა ელისი საფრთხეშია?- მაცოფებდა ის ფაქტი რომ პატარა ბავშვებად აღგვიქვამდნენ.

-ყოველი წამი ელისისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ასე რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს სერ, ვერ შეგვაცვლევინებთ აზრს. -ლუისი ასეთ სიტუაციიაშიც კი ახერხებდა

სიმშვიდის შენარჩუნებას. ჯონსი იძულებული გახდა თან წავეყვანეთ.

-მივმართავ ყველა დანაყოფს ტომ ტომსონის ადგილსამყოფელი დადგენილია.

...

პოლიციის მანქანაში ვისხედით და იმ ადგილისკენ მივდიოდით სადაც ტომსონს ელისი ყავდა გამოკეტილი. მივდიოდით თუმცა აზრზე არ ვიყავით მე და ლუისი როგორ უნდა დავხმარებოდით პოლიციას ელისის დახსნაში, ან რით შეგვეძლო დახმარება? არც არაფრით, მაგრამ ვერც სახლში გავჩერდებოდით პოლიციელებისგან ახალი ამბების ლოდინში.

10 წუთში ადგილზე ვიყავით დამხარე რაზმთნ ერთად.

-ლუის, ალექს

-გისმენთ-ერთდროულად შევძახეთ მე და ლუისმა.

- სპეცრაზმის დახმარებით შიგნით შევაღწევთ და მის ელისს დავიხსნით თქვენ კი ...

-ჩვენ რა? იმედი იმის იმედი არ გაქვთ რომ აქ დავიცდით!-ლუისმა თვალები დაუბრიალა, ასეთ მოუთმენელს პირველად ვხედავდი.

-დიახ სერ - მშვიდი იერით მიუგო ჯონსმა.

- არა არა. მშვიდად ყოფნა რომ შეგვძლებოდა სახლშიც დავრჩებოდით. ელის მარტო ვერ დავტოვებთ, ჩვენ მას ვჭირდებით, მას ვერ მივატოვებ.

მოციმციმე ვარსკვლავებიWhere stories live. Discover now