last chapter

176 13 3
                                    

უკვე საღამოვდებოდა. უნდა ვაღარო, ძალიან ვნერვიულობ, თვითონაც არვიცი რატომ.

კაბის არჩევა როგორც იქნა დავასრულე. მზადვარ. ჩემ თავს სარკეში კარგად ვათვალიერებ. მგონი მართლა ძალიან კარგად გამოვიყურები: მოლურჯო კოპლებიანი, არცისე მოკლე, სიფრიფანა კაბა, რომელსაც არცისე ღრმა დეკოლტე აქვა. ფეხსაცმლის არჩევაზე ბევრი არ მიწვალია, ჩემი საყვარელი კეტები ჩავიცვი. შემდეგ ჩანთა და მისაცმელი ავიღე და გარეთ გავედი. ალექსი უკვე მელოდა. შემათვალიერა და გაეღიმა.

-ოოჰო პატარავ იდეალურად გამოიყურები.

დღეს რაღაც ძალიან საყვარელია, ნეტა რა ბზიკმა უკბინა?

-ოჰ მადლობა

-არაფრის პაწ - გამიღიმა და მანქნის კარები გამიღო.

-აბა პუშკინ, სად მივდივართ?-ჩავჯექით თუ არა ვერ მოვითმინე და ვკითხე.

- რომ მივალთ ნახავ- თქვა ისე რომ საჭისთვის თვალი არ მოუშორებია

- აგჰ კაი ხო.

თითქმის მთელი გზა ხმა არ ამომიღია ...

ჩვენ შორის უხერხული სიჩუმე იყო. ეს სიჩუმე ბოლოს მან დაარღვია...

-ლუის მოსწონხარ.

-ამმ..ვიცი

-და?

-და რა?

-შენ?შენც მოგწონს?

-მომწონს? ამაზე არ მიფიქრია - ხმა გავკმინდე, მაინტერესებდა მისი რეაქცია. მეგონა აფეთქდებოდა, თვალებიდან ცეცხს გადმოყრიდა, თუმცა მსგასვი არაფერი მომხდარა.

- აჰამ კარგი- ნაძალადევად გაიღიმა და გზას მიუბრუნდა. ეწყინა? ო მისი გაბრაზება მინდოდა მხოლოდ. ხმა არ ამომიღია ისე მივადე თავი მინას და ისევ და ისევ ქალაქის ქუჩების თვალიერებას შევუდექი. ღამით ულამაზესი იყო აქაური ქუჩები. ფერად ფერადად განათებული კორპუსები, მანქნების ხმა და ხალხის ერთმანეთში ჟრიამული მართლაც ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო...

მოციმციმე ვარსკვლავებიWhere stories live. Discover now