მივედით ჩემს სახლთან .გოგოებს დავემშვიდობე და სახლში შევედი. სიჩუმე სუფევდა ირგვლივ, როგორც ჩანს დედა შინ არიყო.
-ალათ ისევ გვიან მოვა.
ოთახში ავედი, შხაპი მივიღე და სამეცადინოდ დავჯექი....
შვიდი იყო დაწყებული მეცადინრობას რომ მოვრჩი. დღევანდელ დღეზე ჩავფიქრდი. დამღლელი დღე იყო. განტვირთვა მესაჭიროებოდა. ხოდაა, ავდექი, სპორტელი ტანსაცმელი ჩავიცვი, ყურსასმენები ავიღე და ჩემი ოთახიდან გამოვედი. სარბენად გადავწყვიტე წასვლა. დედას წერილი დავუტოვე, იმ შემთხვევისთვის თუ ის ჩემზე ადრე დაბრუნდებოდა.
გარეთ ჯერ არ იყო დაბნელებული, ამიტომ ყურსასმენები მოვირგე, წყნარი მუსიკა ჩავრთე და გზას გავუყევი. არვიცი რამდენ ხანს დავრბოდი ასე ჩემი სახლის მიდამოებში. უკვე საღამოვდებოდა როცა მუსიკები გავთიშე და გზა ისე გავაგრძელე. ჯობს ფხიზლად ვყოფილიყავი გზებზე.
ცოტახანში ვიგრძენი რომ, უკან ვიღაც მომყვებოდა..ხოიცით როგორი გრძნობაა როცა გგონია ვიღაც გითვალთვალებს? შიშმა ამიტანა, რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე მით უფრო იმატებდა ეს გრძნობა ჩემშში...
ბოლოს აი რა მოვიფიქრე: სირბილი შევწყვიტე და ძირს დავიხედე, ფეხსააცმლის თასმების შესამოწმებლად დავიხარე, ვითომ თასმებს ვიკრავდი. ამასობაში კი თვალი უკან გავაპარე. შავებში გამოწყობილი ჩემკენ მომავალი 45-50 წლის მამაკაცი დავინახე. ჩემი მზერა შეამჩნია და ჩემთან ახლოს მოვიდა .
-ჰეი- ისე მოულოდნელად მომესალმა ლამის შევხტი.
-ჰეი-წამოვდექი და მეც მივესალმე
-დიდი ხანია გაკვირდებით, თითქოს ვიღაცას გამსგავსებთ,მაგრამ ვერ ვიხსენებ ვის
-ჰმ.. მთელი ეს დრო იმიტომ მომყვებოდით რომ ვიღაცას მიმასგავსეთ?- ამ ქალაქში დალაგებული ხალხი არის საერთოდ? ეს ნაღდად არ არის სრულ ჭკუაზე. აბა რომელი დალაგებული ადამიანი გაყვება სირბილით მორბენალს მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაცას მიამსგავსა. - სხვათაშორის ამბობენ ხოლმე რომ მამამჩემს ვგავარ...
YOU ARE READING
მოციმციმე ვარსკვლავები
Romance''საღამოს გამოგივლი, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო, თან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გესაუბრო'' ''და საით?'' ''მაგას საღამოს გაიგებ'' თვითონაც არვიცი რატომ, თუმცა ვგრძნობდი რომ ამ საღამოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა...