*რინგი. სიკვდილის ადგილი. აქ ბროძლას წესები არ აქვს. ის იმარჯვებს ვინც ცოცხალი რჩება. ხალხი აქ თითოეულ მებძოლზე ბევრ ფულს დებს.*
ჯონქუქი: გოლიათი გამოიყვანეთ
ჯიმინი: ის ამ საცოდავს 1 წუთში მოკლავს
არემი: უკვე 1 წელია მას ვერავინ ვერ ერევა
?: არა გთხოვთ შემიბრალეთ
ჯონქუქი: დროზე შეაგდეთ რინგზე
*კაცი იტაკზე თრევით წაიყვანეს შემოღობილ ადგილას. რომელსაც ხალხის დიდი ბრბო ეკრა გარშემო და სანახაობის მოლოდინში სასმელს მიირთმევდნენ. მას აქედან გაქცევის შანსი არ ჰქონდა, ხოლო ჯონქუქი და თავისი ბანდა ტყავის კომფორტულ დივნებში მოკალათებულები ელოდებოდნენ ჩხუბის დაწყებას*.............................:............................................
ვაიოლეტი: მაია ზუსტად 15 წუთში თუ არ წავალთ სახლში გეფიცები ავდეგბი დამარტო წავალ
მაია: კარგი კარგი ხოო მაგარო დებილი ვარ
ვაიოლეტი:რაზე?
მაია: მანამდე რომ დამეხედა ბარმენის თითზე და გამეგო რომ ცოლი ჰყავდა 2 საათს არ შევიწრავდი მასთან ფლირტაობას
ვაიოლეტი: მოიცა ამდენი ხანი ტყუილად მალოდინე?
მაია: ააამ
ვაიოლეტი: მოიცა იქით რა ხმაურია
მაია: რამდენი ხალხია
ვაიოლეტი: აუ მაინტერესებს წამო რაა
ვნახოთ
მაია: მეც რომ არ მაინტერესებდეს დამეზარებოდა
"მე და მაია ხალხის ბრბოს შევერიეთ რომლებიც რაღაცას გულმოდგინედ უყურებდნენ და თან ბოლო ხმაზე ყიჟინებდნენ. არ ვიცი იმ დროს რა დამემართა, როდესაც ვნახე რაც ხდებოდა. კაცს უმოწყალოდ სცემდა ვიღაც ზორბა ტიპი. უკვე სიკვდილის პირას იყო ის კიდევ გამეტებით ურტყავდა ხალხი კი ბედნიერი შეჰყურებდა ამ სანახაობას. ნუთუ არანაირი სიბრალური არ ჰქონდათ ამ კაცის მიმართ. "
ვაიოლეტი: მაია მე ამას ვერ მოვითმენ
მაია: რის გაკეთებას აპირებ გაგიჟდი?
ვაიოლეტი: შეიძლება
მაია: ვაიოლეტ გთხოვ გაჩერდი არაფერი არ გააკეთო გთხოვ წავიდეთ არ გვინდა შარი
ვაიოლეტი: მაია შემეშვი
"წრეში შევვარდი და უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს მივვარდი. წელზე გადმოვაწვინე და მისი გამოფხიზლება დავიწყე. იქაურობა ჩაჩუმდა და ყველა მე
მიყურებდა. "
ვაიოლეტი: ჰეი ჰეი გამოფხიზლდი კარგად ხარ?
" მან სისხლი ამოახველა და ძლივს ამოილაპარაკა"
?: მიშველე.
"მოიცა მოიცა ეს ხომ მამაჩემის დაცვააა. არ არსებობს აქ რა უნდა. ეს კაცი ეს კაცი როგორც საკუთარი შვილი ისე მეპყრობოდა. მამაჩემზე მეტადაც კი მიყვარს. ცრემლები წამომივიდა და ძლივს ამოვილაპრაკე"
ვაიოლეტი: ბიძია ჰან
" და ხელი პირზე ავიფარე. თვალები ძლივს გაახილა და გაოგნდა"
?: ვაიოლეტტტ აქ აქ რა გინდა
ვაიოლეტი: გთხოვ გაჩუმდით ახლავე გიშველით
"ფეხზე წამოვდექი და აცრემლიანებული თვალებით დავიწყე ყვირილი"
ვაიოლეტი: ამის გაკეთება როგორ შეგიძლიათ. ოდნავი სიბრალურიც არ
გაგაჩნით? როგორ უყურებთ ადამიანის სიკვდილს ესე მშვიდად
"უცბად ბოხი და ცივი ხმა გაისმა ყველამ თვალები იმ ადამიანისკენ მიმართა საიდანაც ეს ხმა მოდიოდა. მეც იქით გავიხედე და ცივ ბნელ თვალებს შევეჩეხე. ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა. დადო და ნელი და ხმაურიანი ნაბიჯებით ჩემსკენ წამოვიდა. ცოტა შემეშინდა კიდეც მაგრამ დაწყებულს ბოლომდე დავამთავრებ. მომიახლოვდა და ჩემს წინ დადგა. მას მუქი შავი თვალები ჰქონდა. წარბის და ტუჩის პირსინგი მეტად საშიშ გამომეტყველებას აძლევდა და ისევ გაისმა მის ცივი ხმა"
ჯონქუქი: ლამაზმანო როგორც ჩანს ამ კლუბში არსებული წესები არ იცი
ვაიოლეტი: ადამიანი კვდება და შენ წესებზე მელაპრაკები?
ჯონქუქი: შენ?? შენობით მხოლოდ მეგობრები მელაპარაკებიან
ვაიოლეტი: ჩათვალე შენი მეგობარი ვარ. ახლა კი მეგობარო სასწრაფოს გამოუძახე
ჯონქუქი: როგორც ჩანს ენის ტლიკინი შენი ჰობია
ვაიოლეტი: როგორც ჩანს მაგარი ბიჭის როლის თამაში შენი ჰობია
ჯონქუქი: ეს გოგო აქედან გაიყვანეთ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა
ვაიოლეტი: ღადაობ ხო? ასე ხომ მოკვდება
ჯონქუქი: ამ ბრძოლას წესები არ აქვს ის მარცხდება ვინც კვდება. ეს კაცისთვის ეს სასჯელია რომელიც მან დაიმსახურა
ვაიოლეტი: მაშინ შენც სიკვდილს იმსახურებ
ჯონქუქი: გოგო რომ არ იყო ამ ენის ტლიკინს მწარედ გაზღვევინებდი მაგრამ ვინ თქვა, რომ ახლა დაგინდობ
ვაიოლეტი: ბრძოლა გააჩერე
ჯონქუქი: მაშინ მის მაგივრად სხვამ უნდა იბრძოლოს.
ვაიოლეტი: ვინ გაწირავს თავს სხვა ადამიანისთვის? ნორმალური თუ ხარ
ჯონქუქი: ზემდეტები არ მოგივიდეს. მომაშორეთ ეს ლამაზმანი
" დაცვა ჩემსკენ წამოვიდა და ხელები ჩამჭიდეს გასაყვანად არ ვიცი საიდან ამდენი სიმამაცე მაგრამ დავიყვირე"
ვაიოლეტი: მე ვიჩხუბებ მის მაგივრად. ჩემსკენ ნელი ნაბიჯით შემობუნდა და ჩაიცინა"
ჯონქუქი: სიკვდილი გინდა?
ვაიოლეტი: მე არა ამ გოლიათს მგონი კი
ჯონქუქი: რამდენად ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული
ვაიოლეტი: იმდენად რომ ვერც დაითვლი
ჯონქუქი: შენი ბოლო სიტყვები წარმოთქვი და ჩხუბისთვის მოემზადე რაღამც შენ ისურვე
" თავის ადგილს დაუბრუნდა ფეხი ფეხზე გადაიდო და მწველი თვალებით მომაშტერდა ხალხი კი გაოგნებული მიყურებდა. მაგრამ უცბად მაია შემოვარდა ეს გოგო გიჟიააა"
მაია: ბოდიშით ხალხო ჩემმა დაქალმა ცოტა დალია ნასვამია, მთვრალია და რეებს აკეთებს თვითონაც არ იცის და აპატიეთ. თქვენ გააგბრძელეთ გართობა ჩვენ კი აქედნა წავალთ
"ხელი ჩამჭიდა და ჩემი გათრევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა"
ვაიოლეტი: შემეშვი მაია
მაია: ვაიოლეტ ფეხი გამოადგი
ჯონქუქი: ანუ ვაიოლეტი ხომ? შენი დაქალი გააჩერე და ჩხუბი დაიწყეთ აქ დიდხანს ლოდინს არ ვაპირებთ
შუგა : მე გავაჩერებ მას
" ერთი ტიპი წამოდგა რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ეძინა . ჩვენსკენ გამოემართა და მაიას ხელი უხეშად ჩაავლო "
მაია: რას აკეთებ ნაბიჭვარო
შუგა: ფეხი გამოადგი
ვაიოლეტი: ხელი გაუშვი
"მაგრამ ვინ გისმენდა თავის ადგილას წაიყვანა დაჯდა და ჩემი დაქალიც გვერდით მიისვა. ფართხალებდა მავრამ მისი ძლიერი ხელი იჭერდა და ბოლოს დანებდა. ჩხუბისთვის მოვემზადე და შესაბრძლოებლად მოვემზადე.
ხალხი დამცინოდა რადგამ ამ გოლიათთან ჭიანჭველასავით ვიყავი.
ბრძოლა ჯერ ჯერობით კარგად მიდიოდა. მე მასზე სწრაფი და მოქნილი ვიყავი რაც ხელს მიწყობდა. რამოდენიმეჯერ ავაცილე. ერთი თვითონაც მომარტყა რაც არც თუ ისე სასიამოვნო იყო. მაგრამ მაიას განწირული წივილი ძალიან მამახნევებდა. მუშტი მომიქნია. ავიცილე და მე გავარტყი"
YOU ARE READING
იძულებით დაწყებული სიყვარული
Romanceკიმ ვაიოლეტი გოგო რომელსაც ამ ცხოვრებაში მხოლოდ გარდაცვლილი დედა, საუკეთესო მეგობარი და ფრენბურთი უყვარდა. მამამისი კლანჭებში მოქცეული. ის სიგიჟემდე შეუყვარდება მაფიის ბოსს, დაუნდობელ ჯეონ ჯონქუქს, მაგრამ შეიყვარებს თუ არა დაუმორჩილებელი და ჯიუტი გო...