ღამის 3 საათი იყო რომ მუცლის ტკივილმა გამაღვიძა. არააა უკვე მოვკვდები. ესე რატომ მწირავ ღმერთო. არ მაინტერესებს ეხლა მზის დაბნელება, აპოკალიფსი ან მიწისძვრაც რომ მოხდეს უნდა ვჭამო. ავდექი ლოგინიდან. გრძელი მუხლებამდე თეთრი მაიკა მეცვა. ტელეფონის ფანარი ჩავრთე და შიშველი ფეხებით ჩავუყევი კიბეებს, რომ ნაკლები ხმაური გამომეწვია. ამ სახლში დარწმუნებული ვარ კედლებსაც ყურები აქვს. ან რამე კამერა მიყურებს. ჩავედი კიბეებზე და გავჩერდი. ეხლა სად ჯანდაბაშია სამზარეულო. მარცხნივ წავედი მაგრამ აქეთ აუზზე გასასვლელი დიდი მინის კარები შემხვდა და სხვა ოთახები. მსახურების და სასტუმრო. გამოვბრუნდი. მისაღები გავიარე და თან ვჩხუბობდი. არა რააა რა მატრაკვეცობაა ამხელა სახლი. დაიკარგება კაცი. და აი როგორც იქნა მივაგენი სამზარეულოს. პირღია ვიყურებოდი რა ამბავია ამხელა სამზარეულო. შუქი ამენთო თუ არა ვფიქრობდი. მაგრამ თავი დავიზღვიე და არ ავანთე. მაცივარი გამოვხსენი. მინდოდა რამე სწრაფად მეჭამა. პომიდორი, ყველი და ძეხვი გამოვიღე. პურიც ვიპოვე და სენდვიჩის კეთება დავიწყე. მოტეხილი ხელი ძალიან მიშლიდა კეთებაში. მეცინებოდა კეთებისას მეგონა რომ ბრენდულ სენდვიჩს ვაკეთებდი ამ სახლში ყველაფერი ძვირადღირებულია. ძეხვს ვდებდი და ვფიქრობდი ეს ძეხვი ალბათ თირკმელის ფასი ეღირება. უცბად რაღაც ხმა შემომესმა. ფეხის ხმა. კინაღამ ჩავიკეცე შიშისგან. გავშეშდი. მაგრამ მალევე გაჩუმდა. ვნანობ რომ ასტრალის მეოთხე სერიას მაინც ვუყურე. მგონი ვიშლები ამდენი საშინელებათა ფილმებით. სენდვიჩი ჩავკბინჩე და ამდენი დღის შემდეგ ძლივს იგრძნო ჩემმა კუჭმა შვება. კიდევ ერთხელ ჩავკბინჩე და კიდევ ეს ხმა. ლუკმა პირში გამიშეშდა. იქვე დადებულ დიდ ტაფას დავავლე ხელი. და სამზარეულოს შესასვლელში კედელთან ავიტუზე. ღმერთო მხოლოდ ეხლა გადამარჩინე და გპირდები აღარასდროს ვუყურებ საშინელებათა ფილმებს. თვალები დავხუჭე ხმა ახლოვდებოდა. ჭკუიდან შევიშლები. რაღაც ლანდივით დავინახე. ახლოს მოდიოდა და მოდიდოა. ხმა უკვე ყურის ძირში მესმოდა. სამზარეულოსკენ მოემართებოდა. ვიგრძენი მისი შემოსვლა თუ არა ტაფით ხელში გადმოვხტი. მის ყვირილზე მეც ვიყვირე და როდესაც გავაანალიზე ვინც იყო გავჩერდი. ღმერთო ჯონქუქის აქ დანახვას მართლა სულები ყოფილიყვნენ კი მერჩივნა. ვიდექით და ვუყურებდით ერთმანეთს. ტაფა აწეულ მდგომარეობაში გამიშეშდა. მისმა ხმამ რეალობას დამაბრუნა"
YOU ARE READING
იძულებით დაწყებული სიყვარული
Romanceკიმ ვაიოლეტი გოგო რომელსაც ამ ცხოვრებაში მხოლოდ გარდაცვლილი დედა, საუკეთესო მეგობარი და ფრენბურთი უყვარდა. მამამისი კლანჭებში მოქცეული. ის სიგიჟემდე შეუყვარდება მაფიის ბოსს, დაუნდობელ ჯეონ ჯონქუქს, მაგრამ შეიყვარებს თუ არა დაუმორჩილებელი და ჯიუტი გო...