თავი(29)

866 66 46
                                    

ესე მალე არ მელოდით ხო?? Less goo
..........................................................................

როგორც იქნა თვითმფრინავი დაეშვა. სულ რაღაც ერთი საათი ვიმგზავრეთ. მე ჯონქუქი და შუგა ვიყავით. ახლა მანქანაში გადავინაცვლეთ და 15 წუთში უკვე კომპანიასთან ვიყავით. სახლში წასვლის დრო არ მქონდა რადგან დღესაც საკმაოდ ბევრი გადაღება მქონდა. გადმოვედით თუ არა მანქანიდან რატომღაც კომპანიასთან საეჭვოდ იყვნენ ჟურნალისტები შეკრებილები. სანამ მანქანიდან გადავედით ჯონქუქს ვკითხე"
ვაიოლეტი: ჯონქუქ რა ხდება?
ჯონქუქი: არ ვიცი
"სამი დაცვა წამოვიდა ჩვენსკენ კარები გაგვიღეს და გვერდებიდან დაგვიდგნენ რომ როგორმე შევსულიყავით. ძალიან ბევრი კითხვები იყო კამერების ხმა არ ჩერდებოდა."
?: გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რამე მოხდა თქვენს შორის?
?: ერთად რატომ მოხვედით კომპანიაში?
?: მართალია რომ რომანი გაქვთ?
" ყურადღება არ მიგვიქცევია მათთვის როგორც იქნა შევედით შიგნით. "
ვაიოლეტი: ესეთ კითხვებს რატომ სვამდნენ?
ჯონქუქი: დაიკიდე ყურადღება არ მიაქციო
შუგა: ვაიოლეტ მალე გაემზადე და გადასაღებ ოთახში დაგელოდებით ყველანი
ვაიოლეტი: კარგი 5 წუთში მანდ ვიქნები
.......................................................................
" კლასში უაზროდ ვიჯექი. ბოლოში. მერხზე თავზე მედო და მათემატიკის გაკვეთილის დამთავრებამდე ბოლო წუთებს ვითვლიდი. ეს საგანი ჩემი მტერია. სიკვდილამდე მეზიზღება. როგორც იქნა დაირეკა ზარი. ყველა წამებში წამოხტნენ თავიაანთი ადგილებიდან. ამათი ყაყანი უკვე თავს მატკიებდა. ერთმა ტვინიკოსმა კი თქვა "
?: არ გინდათ? დღეს კლუბში გავიპაროთ და გავერთოთ
?: არ შეგვიშვებენ
?: ჩემები არ გამომიშვებენ
?: ხალხო გავიპაროთ არ იცით რას ნიშნავს?? ვითომ ჩემთან ხართ და ეგაა
?: ეეეე კაი იდეააა
" რამის ყველა თანახმა იყო. შემდეგ მე შემომხედეს ჩემი აზრი საერთოდ არ აინტერესებდათ მაგრამ მაინც მკითხეს"
?: შენ წამოხვალ?
ვაიოლეტი: არ მიყვარს ხმაური
?: კარგი
" წასვლაზე უარი ვთქვი ნაღდად არ მქონდა მათი თავი. უცბად კლასში ჩვენი ერთ-ერთი მატრაკვეცა კლასელი შემოვარდა ჩემს გვერდით დადგა და მთელი კლასის გასაგონად ყვიროდა. "
?: აქ მოდით ნახეთ რა უნდა განახოთ. ოღონდ არ შეგშურდეთ
?: აუ რაააა
" ტელეფონი ჩართა და თქვა"
?: ნახეთ დედაჩემი გუშინ ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო და იცით ვინ იყო კიდევ მასთან ერთად შეხვედრაზე? 
?: ვინ?
?:კიმ ვაიოლეტი
" ამ სახელის და გვარი გაგონებაზე თავი წამოვყავი და სკამზე გავსწორდი"
?: გვანახე არ გვჯერა
?: red rose? ხო?
?: კიიი აი მოდით და ნახეთ
" ფოტოზე მართლაც რომ დედაჩემი იყო. "
?: აუ რა მაგარიააააააა
?: მართლაც რომ გვშურს
?: ბევრი ისეთი პიროვნება იყო იმ შეხვედრაზე რომ გაგიჟდებით
?: ვინები იყვნენ
?: ჯეონ ჯონქუქი, მინ იუნგი. ჯეი ჰოუპი, ჯინი, პარკ ჯიმინი, კიმ თეჰიონი, არემი
?: ღმერთოოო
?: მართლა???
" მე უბრალოდ მეღიმებოდა ამ ყველაფერზე. უეცრად ეს ბავშვი ტელეფონის ყურებისას შეკრთა და პირზე ხელი აიფარა. უცბად დაიყვირა. "
?: თუ მჯეროდეეეეს
?: რა ხდება ?
"ყველა მას მისცვივდა."
?: ნახეთ ერთი საათის წინ რა გავრცელდა
" მე ადგილიდან არ ავმდგარვარ."
?: მოიცა მოიცა კიმ ვაიოლეტს და ჯეონ ჯონქუქს რომანი აქვთ?
" გამოვშტერდი. უცბად წამოვდექი და მასთან მივედი"
გეორგინა: რას ბოდავ
?: არ ვბოდავ ფაქტი სახეზეა
" და ტელეფონი შემომიტრიალა. თვალები გამიფართოვდა. როდესაც დედაჩემი და ჯონქუქის ფოტოები დავინახე. ერთ ნომერში იყვნენ. და ერთმანეთს კოცნიდნენ. ცრემლებს ძლივს ვაკავებდი. ეს არ იქნება მართალი. ასე ვერ მომექცეოდა. "
?: ფუუუუ ეს ქალი ბოზია??
?: თითქოსდა უხდებიან ერთმანეთს
?: შვილი ჰყავს თან მგონი ხო? და სხვებთან აქვს სექსი
" შესვლის ზარი დაირეკა მაგრამ ჩანთა ავიღე და კლასიდან გამოვვარდი"
?: რა ეტაკა?
?: გიჟია
" დერეფანში მივრბოდი. ჩავირბინე კიბეები. და ჩავედი პირველ სართულზე. გაკვეთილის დაწყებისას სკოლის ეზოში გასასვლელ კარს კეტავენ. კარი მართლაც რომ ჩაკეტილი დამხვდა. უეცრად დაცვა წამოვიდა ჩემსკენ და მკითხა"
დაცვა: სად მიბრძანდებით პატარა ქალბატონო?
გეორგინა: კარები გამიღეთ უნდა გავიდე
დაცვა: ნებართვა ვისგან აიღეთ მითხარით რომ გადავამოწმო
გეორგინა: გთხოვთ სასწრაფოდ უნდა გავიდე
დაცვა: ესე ვერ გაგიშვებთ
გეორგინა: თქვენი რა საქმეა მე ვისგან ავიღებ ნებართვას. ჩემი აქ გამოკეტვის უფლება არ გაქვთ. გამიღეთ სასწრაფოდ
"ისედაც გამწარებულს ეს კაცი უფრო მიმატებდა"
დაცვა: ზრდილობა ისწავლეთ და კლასში შებრძანდით
გეორგინა: იცოდეთ მაინც გავალ და გარედან დაგიქნევთ ხელს
" იქაურობას მოვშორდი. ეხლა რა ვქნა. იფიქრე გეორგინა. იფიქრე. იფიქრე. და პირველი სართულის გოგოების ტუალეტში შევედი. ფანჯარას ავყურებდი. ნუთუ გავეტევი? მასეთი მსუქანი არ ვარ რომ ვერ გავძვრე. იმ ოთხკუთხედი პატარა ფანჯრიდან ჯერ ჩანთა გადავაგდე. შემდეგ ნიჟარაზე ავცოცდი და ფეხები გავყავი ფანჯრიდან . საკმაოდ გამიჭირდა მაგრამ მაინც გადავძვერი. ჩანთას მოვკიდე ხელი. ეზო გავიარე და როდესაც სკოლის ჭიშკართან მივედი. ფანჯარასთან მდგომ დაცვას გავუღიმე და გარედან ხელი დავუქნიე. სანამ კარები გააღო მანამდე მოვწყდი ადგილს. მივრბოდი მთელი სისწრაფით. გაბრაზებული და ნაწყენი იმ ადამიანისგან რომლისგანაც ამას არ მოველოდი. თავად დედაჩემისგან. კომპანიამდე მივირბინე. გავჩერდი სული მოვითქვი. ეს საშინელი ჰალსტუხი რომელიც საშინლად მიჭერდა ყელში მოვიძრე და დაბლა დავაგდე. კომპანიაში შევედი. ყველა მე მიყურებდა თუ რა უნდოდა ჩემნაირ ღლაპს ამ ადგილას. მაშინვე ლიფტისკენ წავედი რადგან ჯონქუქის კაბინეტი მახსოვდა სადაც იყო. მაგრამ ერთი ქალი გადამიდგა."
?: უკაცრავად რით დაგეხმაროთ?
გეორგინა: თუ თავს დამანებებთ
?: ბოდიში მაგრამ არ შემიძლია. რა გნებავთ?
გეორგინა: ჯეონ ჯონქუქის კაბინეტში მივდივარ და გზიდან გამეცალეთ
?: ბატონი ჯონქუქი დაკავებულია. გადაღებებს ესწრება.
გეორგინა: სად არის გადასაღები ოთახი?
?: მეხუთე სართულზე ხელ მარჯვნივ დერეფნის ბოლოში
გეორგინა: მადლობა და ნახვამდის
?: იქ შესვლა არ შეიძლება ვერ წახვალთ
გეორგინა: უკაცრავად მაგრამ თქვენი თავი არ მაქვს
" და ხელით გავწიე. მაგრამ ეს ჩათლახი არ შემეშვა და იყვირა"
?: დაცვა ეს ბავშვი გააკავეთ
" ჩემსკენ ორი ახმახი კაცი წამოვიდა. ერთმა ერთ ხელში მეორემ მეორე ხელში ჩამავლეს. და კარებისკენ წამიყვანეს. მე კიდევ ვწიოდი"

იძულებით დაწყებული სიყვარული Where stories live. Discover now