1. ჰადესი

1.1K 63 24
                                    

ავტომობილი სწრაფად მიქრის და ქუჩაში განლაგებულ გზის მანათობელ შუქებს, მაღაზიებსა თუ სახლებს უკან იტოვებს, ამჯერად სხვა ავტომობილები მოიტოვებენ მას უკან და ეს განუწყვეტლივ ხდება მანამ, სანამ ქუჩებში მანქანები მოძრაობენ. ის მანათობელი შუქები რომლებიც მხოლოდ ერთ წერტილს თუ ანათებენ წესიერად, მანქანაში მჯდომისთვის არაფერს წარმოადგენდა, როცა ფეხით მოსიარულეებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

დანიშნულების ადგილას, საბურავების ხმას თან მოჰყვა მსუბუქი დამუხრუჭება. მძღოლი მაშინვე გადმოდის და უფროსს უღებს კარს.
დამფრთხალი მცველები მისი დანახვისას შეშინებულები ხრიან თავს და ერთმანეთისკენ თვალს აპარებენ. მათ სრულიად აიგნორებს, მამაკაცი და კლუბში შედის.

კლუბი ჰადესი მთელი კორეის მაშტაბითაა ცნობილი. საღამოობით იმდენი ვიღაც იყრის თავს, ტევა არ არის და შესაბამისად ცეკვაც გაუსაძლისი ხდება, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს, რადგან მათი გონება იმდენადაა დაბინდული, ირგვლივ არაფერი აინტერესებთ, მხოლოს სიამოვნების მიღება, მოცეკვავეების ყურება და დალევა.

ჰადესის მფლობელი, ჯეონ ჯონგუკი გახლავთ, ცნობილი და ნომერ პირველი ბიზნესმენი. ის ყველას შიშის ზარს სცემდა. მისი ერთი ბნელი გამოხედვა გაიძულებთ იქვე დაიჩოქოთ, სხეულში უცნაურად საშიში გრძნობები დაგეუფლება და კარგა ხანსაც გაგყვება. ამიტომაც ბევრი ვერ ბედავს მის წინააღმდეგ გამოსვლასა და მასთან მტრობას, გარდა ერთისა.
მასთან კი ჯეონს საკმაოდ ჩახლართული წარსული აკავშირებს, ჯერ კიდევ მათი ოჯახები ემტერებოდნენ ერთმანეთს, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, ეს მტრობა მემკვიდრეობითია.

ორივე პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ ფაქტი სახეზეა, შინ ბონჰვა ვერასდროს მივა ჯონგუკთან ახლოს. მისი კლუბიც კი რომელიც მას შემდეგ შეისყიდა როცა ჰადესი პოპულარული გახდა, არაფრით გამოირჩეოდა ჩვეულებრივი უბრალო კლუბებისაგან.

Untouchable | TKWhere stories live. Discover now