ჯონგუკს რა თქმა უნდა წარმოდგენა არ ჰქონდა საითკენ წავიდა თეჰიონი, ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და ცდილობდა გაერკვია სად შეიძლებოდა ყოფილიყო.
სწორედ ამ დროს მეორე სართულიდან ონკანის ხმა მოესმა, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შეეპარა და მაშინვე კიბეებისკენ დაიძრა.მეორე სართულზე ასული, წყლის ხმას მიჰყვა და ერთ-ერთ ოთახში შევიდა. შიგნით არავინ იყო, მაგრამ საპირფარეშოს კარი იყო ღია. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო, ხელები კი მკერდთან გადაიჯვარედინა. უყურებდა ბიჭს, სახეზე რომ შეესხა წყალი და ღრმად სუნთქვას რომ ცდილობდა.
ბოლოს კი როცა პირსახოცის ასაღებად შეტრიალება მოუწია, მაშინვე ჯონგუკის ეშმაკურად ათამაშებულ თვალებს შეხვდა, წამიერად გაეყინა სხეული.
"აქ რას აკეთებ?" ცდილობდა თავი შეეკავებინა ამიტომ უემოციოდ აიღო პირსახოცი და სახის მშრალებას შეუდგა. მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ მისი ჩაცინება მიიღო.
"გგონია იმ დარტყმას შეგარჩენ?" ნაბიჯების გადადგმა დაიწყო თეჰიონისკენ, რომელსაც გაჯიუტება გადაუწყვეტია და ადგილიდან არ იძვროდა.
ზუსტად მის წინ გაჩერდა, იმდენად ახლოს, ერთი გადახრა და მათი ბაგეები ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
"აქ არ უნდა იყო, შეი-" საჩვენებელ თითს ახვედრებს მის ტუჩებს და აჩუმებს.
"არ მაინტერესებს" წელზე ხვევს ხელს და უფრო ახლოს იზიდავს, ეს მოქმედება წამიერად აბნევს თეჰიონს, მაგრამ გამოფხიზლებისთანავე ცდილობს მისი მკლავებიდან თავის დახსნას, მაგრამ უშედეგოდ.
ახლა კედელსა და ჯონგუკს შორისააა მოქცეული, იმდენადაა შებოჭილი, ვერაფერს მოიმოქმედებს მის მოსაშორებლად.
"ხმას თუ ამოიღებ, გაკოცებ" ვინაიდან ჯეონის თვალები მხოლოდ მის ბაგეებს უყურებდნენ და მიხვდა მის წინ მდგომი რაღაცის თქმას რომ აპირებდა, რაც სასიამოვნო მოსასმენი ნამადვილად არ იქნებოდა, უეცრად ეს მოიფიქრა.
YOU ARE READING
Untouchable | TK
Romanceყურადღება❗️ ფიქცია შეიცავს 🔞 სცენებს. ის თავს უკან აგდებს, თვალებს ხუჭავს, რადგან გრძნობს, რომ ის და აქსესუარები, რომლებიც მის კისერს ამშვენებს, ბრწყინავს, მაგრამ მისი ოქროსფერი კანი უფრო ანათებს და იპყრობს მასზე მიკრულ ყველა თვალს, მათ შორის ჯონგუ...