9. დაბნეულობა

257 35 15
                                    

კლუბის ოთახის დატოვების შემდეგ, თეჰიონი თავს უცნაურად გრძნობდა. სასწრაფოდ სჭირდებოდა ვიღასაცთან საუბარი, ეს ვიღაც კი მისი საუკეთესო მეგობარი იყო, რა თქმა უნდა.
მას ჯიმინი ერქვა, კიმმა აქ მოსვლის პირველივე დღესვე გაიცნო ის, რადგან ინიციატივა თვითონ ბიჭმა გამოიჩინა. ხედავდა როგორ იტანჯევოდა და ვერ ეგუებოდა ამ გარემოს თეჰიონი და გადაწყვიტა როგორღაც ენუგეშებინა. აი სწორედ ასეთი იყო პაკი, მზრუნველი და წმინდა გულის პარტონი, აქაურობისთვის სრულიად შეუსაბამო. საშინლად კარგად ცეკვავდა, მაგრამ სცენაზე რა თქმა უნდა სულ სხვანაირი იყო მისი გამოსვლები, კიმი ხანდახან ფიქრობდა რომ ის უფრო იმსახურებდა ამ ადგილიდან თავის დაღწევას და სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, რადგან ის თუ თავისუფლებად მოიპოვებდა, ბიჭი აქ სრუალიად მარტო დარჩებოდა, არა ამას ვერ დაუშვებდა. როგორღაც გზა უნდა გამოენახა და მეგობრისთვისაც ეშველა. ბიონჰვასთან დალაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებით, არ იყო კარგი იდეა. ისიც კლუბის თოჯინა იყო როგორც თეჰიონი, ორივეს კი ასე მარტივად ვერ დათმობდა.

"ჩიმ, ხომ არ მინაწყენდები? მაპატიე გთხოვ, გპირდები რომ შენც აუცილებლად დააღწევ აქაურობას თავს, მე დაგეხმარები" ყველაფრის მოყოლიდ შემდეგ, ემოციებმა შემოუტიეს მეგობრის სახის დანახვაზე.

"არა თეჰი, შენ საბოდიშო არაფერი არ გაქვს, დამშვიდდი კარგი? თან ორივემ მშვენივრად ვიცით, აქ ყოფნით ვინ უფრო იტანჯებოდა, შენ ამას იმსახურებ! ახლა კი ის მითხარი რა უცნაური გრძნობები გაწუხებს ჯეონ ჯონგუკის მიმართ?" მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და თან თმებზე ეფერებოდა. არა მართლაც ბედნიერი იყო მეგობრის გამო, ის მასზე მეტად დაიტანჯა და ერთი წამითაც არ უგვრძნია ეგოისტობა ან ბრაზი.

"არ ვიცი, უბრალოდ ბიონჰვა სექსის შემდეგ ასე თბილად არასდროს დამლაპარაკებია, ასეთი ყურადღება არასდროს გამოუჩენია ჩემდამი, ნუ რა მიკვირს, მისთვის უბრალო თოჯინა ვარ... მაგრამ ჯონგუკი... არ ვიცი ჩიმ, ის არ იმსახურებს ამას, იქნებ სიმართლე ვუთხრა? არა შინმა რომ გაიგოს მეც და ჩემს ძმასაც მოკლავს, რა გავაკეთო? უბრალოდ მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ და თავი ნამდვილი ძუკნა მგონია ასე რომ ვექცევი. წარმოიდგინე, მისი გრძნობებით უნდა ვითამაშო, რა სიბოროტეა? მსგავსი რამ ჩემთვის რომ გაეკეთებინათ, არასდროს ვაპატიებდი."

Untouchable | TKWhere stories live. Discover now