14. სიმართლე

357 34 5
                                    

თეჰიონს აქამდე არასდროს უგვრძნია რაიმე მსგავსი, ეს რაღაც ახალი და შემაძრწუნებელი იყო, თითქოსდა მის ორგანოებს ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა. აღარც ახსოვს როგორ მიაღწია ჯონგუკის კომპანიამდე ბიონჰვასთან ერთად, არც ის ახსოვს თუ რაზე ფიქრობდა აქ მოსვლამდე და არც ის იცის თუ რას გააკეთებს. იმდენადაა დაბნეული, ლამისაა იქვე გაითიშოს სტრესისგან.

"დაძაბული ნუ ხარ, მოეშვი და გაიღიმე" შესვლამდე ახსენებს შინი და მხარს ოდნავ კრავს.

"სათქმელად მარტივია" ჩურჩულებს თავისთვის და თვალებს ატრიალებს, თან რაც უფრო ღრმად შედის, გულის ცემა მით უფრო უჩქარდება.

იქ მომუშავეს ისინი პირდაპირ კონფერენციაზე შეყავს, სადაც მისი დანახვა უკვირთ. ასეც წარმოედგინა, საერთოდ აქ რა ესაქმება? კომპანიის საკითხებში როდიდან ერეოდა ან როდიდან აინტერესებდა? საქმეც ის არის, რომ აქ ამისთვის არ მოსულა. მიზეზი სრულიად სხვაა და ამაზე გაფიქრებაც კი თავს ატკიებს.

ჯონგუკს აგვიანდება, რის გამოც ბოდიშსაც იხდის, მაგრამ თეჰიონს დანახვისას წამიერად შეშდება. ისე არაა თითქოს მისი დანახვა არ გახარებია, უბრალოდ მისი აქ ყოფნა აკვირვებს, ყველაზე მეტად კი ეჭვიანობისა და სიბრაზის გრძნობა მატულობს მასში. იმაზე გაფიქრებაც კი სისხლს უყინავს,  რომ ბიონჰვა მას ეხება და სულ გვერდით ყავს, როგორც თოჯინა.

"იმედია მისი აქ ყოფნა ზედმეტ პრობლემას არ ქმნის, უბრალოდ ამის შემდგომ საქმეები გვაქვს და გადავწყვიტე პირდაპირ აქედან წასვლა უფრო მარტივი იქნებოდა." იღიმის და თავის ადგილს იკავებს.

"რა თქმა უნდა." ყალბად უღიმის და ცდილობს სიბრაზე ჩაახშოს, შემდეგ თვალები ისევ თეჰიონისკენ გაურბის, რომელიც დაძაბული ერთ ადგილას მოკალათებულიყო და მას არ უყურებდა. ამან დააეჭვა, აუცილებლად ჰკითხავდა მიზეზს, მაგრამ მანამდე კონფერენცია უნდა ჩაეტარებინა, რომელიც სრულიად გადაავიწყდა.

Untouchable | TKWhere stories live. Discover now