ჯონგუკი ზედმეტად პუნტქუალური ადამიანია, მის ცხოვრებაში ყოველი დეტალი წინასწარ იგეგმება და რაიმე თუ არ წავა ამ გეგმის მიხედვით ყველაფერი იშლება. მის გეგმებში კი ნამდვილად არ შედიოდა ბიონჰვას თოჯინათი დაინტერესება, მაგრამ უკვე გვიანია, რადგანაც თქვა რომ ის სურს, მიიღებს კიდეც.
კაბინეტში აჩქარებული შერბის ქალბატონი და უფროსს ბოდიშის მოხდასთან ერთად თავს უხრის დაგვიანებისთვის. გული სირბილისაგან ჩქარა უძგერს და რამოდენიმე წამით ხმას ვერ იღებს, შემდეგ კი დოკუმენტებს მაღლა სწევს და ჯონგუკის მაგიდაზე დებს, ამასთანავე ინფორმაციის მიწოდებასაც იწყებს.
"კიმ თეჰიონი- 1995 წლის 30 დეკემბერი." კითხულობს წარწერას ფურცელზე და ოდნავი ჩაღიმების შემდეგ ისევ მდივანს გაჰყურებს, უფრო მეტი ინფორმაციისთვის.
"დანარჩენი მოცეკვავეებისგან განსხვავებით, შინს ის გაცილებით კარგ პირობებში ჰყავს, მისივე სასტუმროში ცხოვრობს და გარეთ გასვლისას მუდამ თან მცველები დასდევენ უკან. ყოველ შაბათს ბავშთა თავშესაფარში დადის. ოთხშაბათობით კი პირად სესიებს მართავს მათთვის, ვინც კარგად იხდის"
ჯონგუკი ერთ რაღაცას ხვდებოდა, ბიჭის პოპულარობა არ იყო ერთადერთი მიზეზი შინის მხრიდან განსაკუთრებულად მოპყრობისა, კიდევ იყო რაღაც. რაღაც რასაც ასე მარტივად ვერ გაარკვევდა, მაგრამ ყველაფერს დრო უჩვენებდა."ოთხშაბათისთვის ყველა სხვა გეგმა გააუქმე და პირადი სესია დამიჯავშნე მასთან" გოგონამ ტაბლეტში ჩაიხედა და დაბნეული ახედა უფროსს, ფიქრობდა ეთქვა თუ არა, ბოლოს კი თქმა გადაწყვიტა.
"მაგრამ ბატონო, ოთხშაბათს ბიონჰვასთან ერთად პროექტზე უნდა გემსჯელათ, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა"
"გააკეთე ის რასაც გეუბნები ჩხვე, ჩემს მაგივრად კი ნამჯუნი გაგზავნე, ახლა შეგიძლია წახვიდე" საპასუხოდ მხოლოდ თავს უხრის და ისევე ჩუმად ტოვებს იქაურობას როგორი ხმაურითაც შევიდა.
YOU ARE READING
Untouchable | TK
Roman d'amourყურადღება❗️ ფიქცია შეიცავს 🔞 სცენებს. ის თავს უკან აგდებს, თვალებს ხუჭავს, რადგან გრძნობს, რომ ის და აქსესუარები, რომლებიც მის კისერს ამშვენებს, ბრწყინავს, მაგრამ მისი ოქროსფერი კანი უფრო ანათებს და იპყრობს მასზე მიკრულ ყველა თვალს, მათ შორის ჯონგუ...