ჯონგუკს შანსი ეძლევა თუ არა, ხელებს თეჰიონის მაისურის შიგნით უცურებს. რძისფერ, აბრეშუმივით ტორსის თითოეულ მილიმეტრს თითებით სინჯავს, ხელში შეიგრძნობს მის სირბილეს. ეს ბიჭი მასზე გამაგიჟებლად მოქმედებს და ამის უარყოფა არ შეუძლია, განა არ შეუძლია? უბრალოდ თვითონაც არ სურს იმას გაექცეს, რაც მასზე ასე მოქმედებს.
რაც შეეხება თეჰიონს, მის შეხებას გრძნობს თუ არა, მაშინვე ტაო აყრის სხეულზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უფრო მეტი სურს და და სულ რაღაც რამდენიმე წამში გრძნობს თუ როგორ ეკონებიან ბაგეებზე მადისაღმძვრელი ტუჩებით და თავისდამკარგველ კოცნაში ითრევენ. იმ კოცნაში, რომელიც თავდაპირველად მეტად ფაქიზი, გასაოცრად ტკბილია, ისეთიც, რომ კიმს სულ მთლად ახვევს თავბრუს, მაგრამ ჯეონის მიერ მისი ტკბილი ბაგეების საგულდაგულოდ დაგემოვნების შემდეგ უკვე ცხოველური ჟინით იცვლება.
"ფეხები წელზე შემომხვიე" ჰაერის უკმარისობის გამო კოცნის შეწყვეტის შემდეგ, ხვდება რომ ახლა მისთვის შიმშილი მეორეხარისხოვანია, ამაზე მთავარი მის წინაა და არ აპირებს უარი თქვას. საპასუხოდ თეჰიონი მალევე მის სხეულს ეკრობა და თავს მამაკაცის კისერში რგავს, მის სურნელს ბოლომდე შეიგრძნობს, თან მისი გაწვალების მიზნით, იქვე სველ კოცნას უტოვებს და ეღიმება როცა ხმადაბალი ოხვრის ხმა მის ყურთასმენამდე აღწევს.
ჯონგუკი ცოტახნით იქვე ჩერდება და ბიჭს საშუალებას აძლევს გააწვალოს, რადგან ეს საშინლად სიამოვნებს და მზადაა აქვე გადავიდეს პირდაპირ საქმეზე, მაგრამ ეს არაკომფორტულობის შეგრძნებას დაუტოვებს ორივე მათგანს, ამიტომ მეორე სართულისკენ მიემართება და კიბეებზე ფრთხილად ადის.
მისი ოთახის კარს აღებს და თეჰიონს საწოლზე აწვენს, თვითონ კი რამოდენიმე ნაბიჯით შორდება და ზემოდან აკვირდება იმ ღვთაებრივ სილამაზეს, ახლა მხოლოდ მისი რომ არის."ჯონგუკ..." ნელა უახლოვდება საწოლზე მწოლიარეს, რომელსაც სულ მალე ზემოდან სიფრთხილით აჯდება, შემდეგ მის ყელში რგავს თავს, გრძნობს როგორ ყლაპავს კიმი ნერწყვს ხმაურიანად და სახეზე ეშმაკური ღიმილი ასკდება. მაისურის შიგნით თითებით უძვრება, რძისფერ, აბრეშუმივით რბილ კანს ნაზად ეფერება, მალე კი როდესაც ხვდება, რომ მეტს ვეღარ მოითმენს თეჰიონის მადისაღმძვრელ ტუჩებს გაშმაგებით ეწაფება. ისიც კოცნას უბრუნებს ამ უკანასკნელს, ტუჩებს ჯეონის სინქრონულად ამოძრავებს. გრძნობს როგორ იქცევს მის ქვედა ბაგეს კბილებს შორის და ტუჩების დახმარებით გაშმაგებით წუწნის, ეს მას იმდენად აღაგზნებს, უბრალოდ თავის შეკავება შეუძლებელია.
YOU ARE READING
Untouchable | TK
Romanceყურადღება❗️ ფიქცია შეიცავს 🔞 სცენებს. ის თავს უკან აგდებს, თვალებს ხუჭავს, რადგან გრძნობს, რომ ის და აქსესუარები, რომლებიც მის კისერს ამშვენებს, ბრწყინავს, მაგრამ მისი ოქროსფერი კანი უფრო ანათებს და იპყრობს მასზე მიკრულ ყველა თვალს, მათ შორის ჯონგუ...