13. სიყვარული?

290 30 6
                                    


მზიანი დილა გათენდა. ამინდი კი ძალიან მოქმედებს თეჰიონის განწყობაზე, ისე არაა თითქოს წვიმის დროს მუდამ მოწყენილია, მაგრამ თავს მაინც რაღაცნაირად უენერგიოთ გრძნობს. აი დღეს კი გაღვიძებისთანავე გულრწფელი ღიმილი მოეფინა მის სახეს. ეს მთლად ამინდის გამოც არ იყო, ალბათ გარეთ ქვეყანა რომც იქცეოდეს ის მაინც ასე ბედნიერი გაიღვიძებდა, ჯონგუკის მკლავებში ახლართული.

აქამდე თუ დილით სხვასთან ერთად იღვიძებდა, იქიდან გაქცევის გარდა არაფერზე ფიქრობდა. აი ჯონგუკთან კი სხვანაირი იყო. მასთან ერთად დრო ისე სწრაფად გადიოდა, ვერც კი ამჩნევდა. ამასთანავე არანაირი უაროფითი განწყობა არ აწუხებდა, მხოლოდ იმ წამით ტკბებოდა და სიამოვნებას იღებდა. ზუსტად არ იცის რას გრძნობს, მაგრამ მის მიმართ გულგრილი რომ არ არის, ეს ცხადია. შეიძლება ეს სიყვარულია, ამაში ეჭვი არც ეპარება, მაგრამ უკვირს ის, თუა შესაძლებელი ასე მარტივად ვინმეს შეყვარება? კი, აქამდე ბევრჯერ მოუსმენია სხვადასხვა ფრაზები სიყვარულზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ სიყვარული სრულიად მოულოდნელად ჩნდება ორ ადამიანს შორის, წითელი, უხილავი ძაფით აბამს მათ გულებს და არ აქვს მნიშვნელობა როდის გაიაზრებენ ამას, მთავარია ისინი უკვე ბედით არიან დაკავშირებულნი.

როცა დრო დადგება, არ გაუჭირდება იმის აღიარება, რომ ჯონგუკი უყვარს. მაგრამ პირველ რიგში, მის სიყვარულში უნდა დარწმუნდეს, იქნებ მას არ უყვარს და უბრალოდ იყენებს? იქნებ ყველა ის სიტყვა თუ ღიმილი რომელიც მას მიუძღვნა ყალბი იყო? ამაზე ფიქრი საერთოდ არ სურს, ამიტომ თავს ოდნავ წევს და ნაზ კოცნას უტოვებს ტუჩებში ჯონგუკს, რომელიც არანაირ რეაქციას არ გამოხატავს.

"დილამშვიდობისა, გუკ" მის ყურთან ახლოს ჩურჩულებს და სახეს მის ყელში რგავს, იქაც უტოვებს ნაზ კოცნას და უკვე გრძნობს ახშირებულ სუნთქვას.

"არადა შენს გაწვალებას ვაპირებდი" ფრუტუნებს თითქოსდა ახალგაღვიძებული და მის მკლავებში მოქცეულ სხეულს უფრო ძლიერ იხუტებს.

Untouchable | TKWhere stories live. Discover now