6. ცდუნება

420 43 17
                                    

ვნება იმას ითხოვს რაც მიუწვდომელია. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს მიზეზად, რის გამოც ჯონგუკს თეჰიონი ასე ძალიან სურს.

მას შემდეგ რაც ბიჭი ბოლოჯერ ნახა, თავიდან ის კოცნა და იმ წამს განცდილი გრძნობები არ ამოსდის, თითქოსდა ნერვის თითოეულ უჯრედში გაიდგა ფესვები და სამუდამოდ აპირებდა იქ დარჩენას. არ იყო მარტივი, საქმეზე კონცენტრირება ამის შემდგომ, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა. პირადი სურვილები და საქმე ერთმანეთში არ უნდა აერია, ეს დაუშვებელი იყო. მარტომ მიაღწია წარმატებას და მის ლტოლვას უფლებას არ მისცემს ასე გაუნადგუროს ყველაფერი, რაზეც საკმაოდ ბევრი იწვალა.

4 გადატვირთული დღის შემდეგ, ძლივს მოახერხეს პროექტის განხორციელება, ნუ რა თქმა უნდა, ჯერ არ იყო დასრულებული და დიდი დროც დასჭირდებოდა ამას, მაგრამ მთავარი ეტაპი გადალახეს, ახლა დანარჩენს სხვები მიხედავენ, თვითონ კი შეძლებს სტრესისგან თავი დაიხსნას როგორმე.

კონპანიიდან გასული, მანქანისკენ მიდიოდა როცა იმ ადამიანს მოჰკრა თვალი, ეს დღეებია რომ არ ტოვებდნენ მის გონებას. წამიერად გაშეშდა, აკვირდებოდა თუ როგორ დგამდა ნაბიჯებს მისკენ. არა მისკენ არა, უფრო შესასვლელისკენ, რადგან ბიონჰვასთან მივიდა. მაგრამ რა ჯანდაბად დაიბარა ჯონგუკის კომპანიაში, მან თეჰიონი?

"აქ რას აკეთებ?" ჰკითხა მაშინვე როცა უკვე საკმაოდ ახლოს იდგა მასთან.

"ბიონჰვასთან მოვედი" წამებშივე გასცა პასუხი და შესასვლელისკენ დაიძრა, მაგრამ ჯეონმა გადაუღობა გზა, თან თვალს არ აშორებდა, დაჟინებული მზერით უყურებდა.

"ჩემს კომპანიაში?" ეს თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ დაურეკეს მოდიო და მითითებებს ასრულებდა.

"ჰო, მერე?" მათ შორის არც ისე დიდი იყო მანძილი, მაგრამ არც ისე პატარა, სუნთქვა რომ შეკვროდა.

"თეჰიონ, მოხვედი?" სანამ ჯონგუკი პასუხის გაცემას მოასწრებდა, უკნიდან გაისმა გამაღიზიანებელი ხმა. თვალის ტრიალით გაიწია გვერდზე, არც კი შეუხედავს მისთვის, ისე დაიძრა წინ, მაგრამ მალევე შეაჩერეს.

Untouchable | TKWhere stories live. Discover now