უცნაური იყო ეს ყოველივე ჯიმინისთვის. მთელი გზა უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ მეგობრის გამო გაღიმებას ცდილობდა. არც კი იცოდა გართობას თუ შეძლებდა საერთოდ, აქამდე კლუბში მხოლოდ სხვებისთვის ცეკვავდა და კლიენტების სიამოვნებით იყო დაკავებული, ახლა კი თვითონ ხდება სეულის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბის, ჰადესის კლიენტი.
"ჯიმინ მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული. ცხოვრებაში პირველად უბრალოდ გაერთე და სხვა რამეზე ნუ იფიქრებ" თეჰიონი მშვენივრად ხდება მის აღელვებას, რადგან ჯიმინის გამომეტყველებაში, ისედაც ყველაფრის ამოკითხვა შეიძლება.
"თეჰი, კლუბში რა სტატუსითაც არ უნდა შევდგა ფეხი, იქაურობა მაინც არ მომეწონება" მანქანიდან ჩამოდიან და შესასვლელისკენ აუჩქარებელი ნაბიჯებით მიილტვიან.
ხედავს თუ არა თეჰიონისა და ჯონგუკის ინტიმურ სცენებს მისვლისთანავე, სურვილი უჩნდება იქიდან წავიდეს. ვერც კი ამჩნევს მწველ მზერას, კარგა ხანია რომ არ შორდება მის სხეულს, უფროსწორად ამჩნევს მაგრამ არ სურს ყურადღების მიქცევა. ფიქრების გაქარწყლებას სასმლით ცდილობს, რაც ასე თუ ისე კი გამოსდის, მაგრამ გრძნობს თუ არა შეხებას ბარძაყზე, იბნევა და გვერდით იხედება.
"ნუთუ არ გახსოვარ, პატარავ?" დიდხანს ითმინა იუნგიმ, მაგრამ ბოლოს ასე უმოქმედოდ ყოფნას ვეღარ გაუძლო და პირდაპირ საქმეზე გადასვლა ამჯობინა.
"უკაცრავად?" თავიდან მართლა ვერ იცნო, ნუ ეს ხშირად ხდება ხოლმე, კლიენტების სახეების დამახსოვრება უჭირს, ვინაიდან არც სურს მათი გონებაში ჩაბეჭდვა.
"ახლა გული მატკინე" დრამატულად იდებს ხელს გულმკერდზე და შემდეგ ჩუმ სიცილსაც აყოლებს. "ბიონჰვას დაბადების დღე" ბოლოს სერიოზულდება, ხვდება რომ ამ უკანასკნელს მართლაც არ ახსოვს ის, ამიტონაც სამიოდე სიტყვით ცდილობს საკუთარი თავი გაახსენოს.
YOU ARE READING
Untouchable | TK
Romanceყურადღება❗️ ფიქცია შეიცავს 🔞 სცენებს. ის თავს უკან აგდებს, თვალებს ხუჭავს, რადგან გრძნობს, რომ ის და აქსესუარები, რომლებიც მის კისერს ამშვენებს, ბრწყინავს, მაგრამ მისი ოქროსფერი კანი უფრო ანათებს და იპყრობს მასზე მიკრულ ყველა თვალს, მათ შორის ჯონგუ...