გამთენიისას, მზე ახალი ამოსული იყო, ჯონგუკს რომ გამოეღვიძა. იგრძნო თუ არა გვერდით მწოლიარეს მშვიდი ქშინვა, მაშინვე გაუცნობიერებლად გაეღიმა და მას გადახედა. იმდენად ლამაზი იყო, საერთოდ მის რეალურობაში ხანდახან მართლაც ეპარებოდა ეჭვი. განსაკუთრებით დილით, იმდენად უსუსურად და წმინდანად გამოიყურება, შეხებისაც კი შეგეშინდება, მაგრამ წმინდანობაზე გუშინდელი საღამო ახსენდება და მაშინვე თავიდან იგდებს ამ სიტყვას. ფრთხილად უახლოვდება და ბაგეებზე პატარა კოცნის დატოვებაც არ დავიწყებია. ეს წამიერი შეხებაც კი ისეთი სასიამოვნოა მისთვის, საერთოდ არც არის დარწმუნებული ამის შემდეგ მასთან განშორება თუ მოენდომება.
ფიქრებისგან თეჰიონის ხმამაღალი სუნთქვა და მთქნარება აფხიზლებს.
"კინაღამ გადამყლაპე" ხმადაბალ სიცილსაც აყოლებს და მალევე ბიჭი თვალებს დამფრთხალი ახელს.
"უცებ დამავიწყდა შენი აქ ყოფნა" დამცინავად იღიმის და თვალებს იფშვნეტს.
"ანუ დაგავიწყდა, არა?" წამებში ექცევა მის ზემოდან და წარბაწეული დაჰყურებს, თითქოს სერიოზულ გამომეტყვებას ინარჩუნებს მაგრამ მაინც დაჰკრავს მხიარულების ელფერი.
"უფსს" არ იცის რატომ, მაგრამ ჯონგუკის თვალებში ჩახედვა და მისი ამ სამყაროს მოწყვეტა ერთი იყო. თითქოსდა იქ მთელი გალაქტიკის დანახვა შეეძლო და უბრალოდ სურდა უსასრულოდ ეყურებინდა მისთვის.
ამასთანავე ჯეონიც იგივე მდგომარეობაში იყო, მზერას ვერ აშორებდა და ალბათ რამოდენიმე წუთაინი ერთმანეთის ცქერის შემდეგ, მაშინ როცა თეჰიონი რაღაცას ელოდა, ჯონგუკი უცებ დგება და იქვე კუთხეში თავსდება.
"მინდა შენზე მომიყვე" ამ წინადადებამ აშკარა დაბნეულობა გამოიწვია თეჰიონში, არ ელოდა რომ ვინმე მისი წარსულით დაინტერესდებოდა, გარდა მისი განუყრელი მეგობრისა, რომელიც მუდამ გვერდში ედგა და დღემდეც ასეა.
YOU ARE READING
Untouchable | TK
Romanceყურადღება❗️ ფიქცია შეიცავს 🔞 სცენებს. ის თავს უკან აგდებს, თვალებს ხუჭავს, რადგან გრძნობს, რომ ის და აქსესუარები, რომლებიც მის კისერს ამშვენებს, ბრწყინავს, მაგრამ მისი ოქროსფერი კანი უფრო ანათებს და იპყრობს მასზე მიკრულ ყველა თვალს, მათ შორის ჯონგუ...