4. ვახშამი

341 45 23
                                    

სცენაზე, ბოძის გარშემო გამომწვევად სიარულს აგრძელებდა თეჰიონი, თან იქვე მდგომ სხეულზე ფიქრობდა, მართლაც ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ გაეხსენებინა საიდან ეცნობოდა. ერთ რამეში დარწმუნებული იყო, ის ნამდვილად არ გახლდათ ლი ჯუნსო.

"ლი ჯუნსო გქვიათ არა?" სანამ საქმეს შეუდგებოდა, ერთ ორ სიტყვას ყოველთვის ცვლიდა ხოლმრ კლიენტათ, მათთან თამაში სიამოვნებას გვრიდა, დანარჩენი კი არა. ის ფაქტი რომ აქ 1 საათი მოუწევს გაჩერება, უმძაფრებს დროის გაყვანის სურვილს ამ უაზრო ლაპარაკში, არ აპირებს რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ იცეკვოს, მაგრამ ისიც იცის კამერა რომ აფიქსირებს მის თითოეულ მოძრაობასა თუ ქმედებას. 

"ეჭვი გეპარება?" ნაბიჯებს სცენისკენ დგამს, ლურჯთმიანი მას აკვირდება, იცის რომ ვერ შეეხება, ამიტომაც არ იძვრის ადგილიდან.

"უნდა მეპარებოდეს?" საერთოდ არც აინტერესებდა მისი ნამდვილი ვინაობა, უბრალოდ რაც შეიძლება მალე სურდა აქაურობას მოშორებოდა.

"არ ვიცი" ერთი ნაბიჯი აშორებს ჯეონს და ზუსტად მის წინ აღმოჩნდება, მაგრამ ჩერდება, მისი სახის ნაკვთებს ზედმიწევნით შეისწავლის და ეშმაკური ღიმილით უყურებს.

"წესებს არღვევ" მათ შორის მანძილზე ამახვილებს ყურებას კიმი, მაგრამ ჯონგუკი მისი თვალიერებითაა დაკვირვებული. უყურებს და უყურებს მაგრამ ეს არ ჰყოფნის. არ მალავს მის აღფრთოვანებად ბიჭისადმი, ის იმდენად სულისშემკვრელად გამოიყურება, რთულია თვალი მოაშორო თუნდაც წამით. ჯეონს არასდროს უნახავს ვინმე ვისაც ლურჯი თმა ასე ძალიან მოხდენოდა, არ იყო რთული მისახვედრი ეს ფერი რომ განსაკუთრებულად უყვარდა. რაც შეეხება მის თვალებს, შავი ფანქრით მოხაზული კონტური ნუშისებრ თვალებს კიდევ უფრო კვეთენ. და მისი ბაგეები, რომლებსაც ბრჭყვიალა ლაქები ამშვენებენ, ყველაზე მეტად იპყრობენ მის ყურადღებას.

Untouchable | TKWhere stories live. Discover now