𝑰

402 30 65
                                    

-ჯეიკ დღეს გცალია? ─ მკითხა ჯეიმ და სიგარეტის ბოლო ნაპასი დაარტყა, შემდეგ კი საფერფლეში ჩააგდო

-არა, რა ხდება? ─ ვკითხე და მისი მიგდებული სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი

-არადა მეთქი წვეულებაზე წავალთ თქო ─ თქვა მობეზრებულმა

-კაი რა. ხომ იცი, რომ ახლა ეროვნულებისთვის ვემზადები. სხვათაშორის უკეთესი იქნება თუ ქალებთან ზასაობას მოეშვები და შენც იმეცადინებ ─ გავხედე მზრუნველად და კომიქსის კითხვა გავაგრძელე

-კაი რა ჯეიკ წამოო

-არა თქო. ეხლა თუ არ ვიმეცადინებ მერე ბებიაჩემი დაწერს გამოცდებს. შენ კი რა გიჭირს. შენს ბედზე დამკვირვებელი გოგო იქნება და ადვილად დაკერავ. ან გოგო რატო? ბიჭსაც მოაწონებ თავს.

-ხოო გეთანხმები. მარა წამო თუ გინდა და იქ გასწავლი როგორ უნდა ეფლირტაო ლამაზ გოგოებს. თან საკმაოდ ისწავლე უკვე და მეტი აღარ გჭირდება ─ წარბები აათამაშა, კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოიღო და პირში მოითავსა

-ოოო არა მეთქი. მერე ვერ დავწერ გამოცდებს

-კაი რა ჯეიკ. დებილმა სონჰუნმა ჩააბარა და შენ ვერ ჩააბარებ? მაკვირვებ ─ მხრები აიჩეჩა და პირში მოთავსებულ სიგარეტს მოუკიდა, რამაც ჩემი ხველება გამოიწვია

-ისე ცნობისთვის მე დებილი არ ვარ. 100-იდან 29 სწორად დავწერე. ნუ ისე მე ზოგადად შემოსახაზებში სულ მიმართლებს. ეს დარჩენილი ქულები კი თემა მქონდა დასაწერი და მაგის გამო დამაკლდა

-ნუ რაც არის ეხლა ჯეიკ ხომ ხედავ, რომ სონჰუნს შარშან წვეულებებზე გართობის მეტი არაფერი უკეთებია, მარა ახლა პირველ კურსს ამთავრებს. მას უნდა მივბაძოთ არა? ხომ ხედავ როგორი ბაბნიკი ძმაკაცი გვყავს

-მერე რა ─ აუზროდ ავატრიალე თვალები და ისევ კომიქსის კითხვა გავაგრძელე. სიმართლე, რომ ვთქვა, ახლა კომიქსში განვითარებული ამბები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ჯეის ჭკუის დარიგებები

𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌Where stories live. Discover now