𝒘𝒊𝒕𝒉

92 16 46
                                    

დღეს ოლივია და ნაბი მათი ბარგის წასაღებად მოდიან. მართალია გიშინ გადავიდნენ, მაგრამ ყველაფერი არ წაუღიათ ამიტომ დღეს იმ საზიზღარი ოლივიას დანახვა კიდევ მომიწევს.

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, რადგან ვფიქრობდი თუ რაზე მანიშნებდა ის საზიზღარი არსება. ნეტა რა უნდა იყოს ეგეთი რომ შეიძლება მართლა ჭკუიდან გადავიდე?

-ჯეიკ, მე ფოტოსესიაზე მივდივარ და ცოტა დამაგვიანდება. ბებო ქლაქგარეთაა მეგობრებთან ერთად და სახლში მარტო დარჩები? თუ გინდა წამოდი კომპანიაში —
ფიქრი ჰისონმა გამაწყვეტინა

-არა, არ მინდა. დავრჩები საინტერესო ფილმს ვუყურებ. თან დღეს გოგოები უნდა მოვიდნენ და სახლში ხომ უნდა დავხვდეთ რომელიმე

-უი ეგ არც კი მახსოვდა. კაი წავედი მე მაშინ. — ქურთუკი მოიცვა, შუბლზე მაკოცა და თკები ამიჩეჩა, შემდეგ კი წავიდა.

ისე ცოტა კი მეცოდება ამ შუა თებერვალში სახლიდან გასვლა, რომ უწევს ხოლმე, მაგრამ მუშაობაც აუცილებელია და რა ქნას უff

ნუ ზედმეტ ფიქრს შევეშვი და ისევ ფილმის ყურება გავაგრძელე. ამასობაში რამდენიმე საათიც გავიდა და ძილიც მომერია. უკვე ოთახში დასაძიენბლად მივდიოდი როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა.

ვიფიქრე ჰისონი იქნება თქო, მაგრამ ისევ ეს საზიზღარი ოლივია შემრჩა ხელში

-რა ჯანდაბა გინდა? — კარები გავაღე და ისე ვკითხე რომ მისთვის არც შემიხედავს

-ბარგის წასაღებად მოვედი

-შენ რატომ მოეთრიე ერთი, ნაბი სადაა?

-ნაბი სამსახურშია ამიტომ მე მთხოვა თორემ დამიჯერე არც მე მინდა აქ მოსვლა

-კარგი ჯანდაბას...შემოდი და რაც შეიძლება მალე წაიღე — ესღა ვუთხარი და სამზარეულოში გავედი. წყალს ვსვამდი როცა ისიც შემოვიდა და კმაყოფილი მზერით მომაშტერდა

-რა გინდა?

-ჯეიკ, გახსოვს რომ გითხარი რაღაცას მალე გაიგებ თქო?

𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌Where stories live. Discover now