𝑰

198 23 46
                                    

იმ საღამოს ჯეიკი როცა სახლში წავიდა მეც მალევე მოვიწყინე. ამიტომ მეც წავედი სახლში. ბიჭები კი იქ დავტოვე.

სახლში მისვლისთანავე ჩემი უფროსი ძმა შემეჩეხა.

-რაიყო რას იპრანჭები? ─ ვკითხე ინტერესით, რადგან წარამარა სარკეში იყურებოდა

-ჰისონ დღეს ჩემი შეყვარებული უნდა მოვიდეს ჩვენთან სავახშმოდ, თან მისი ოჯახიც. ხოდა ამიტომ ვიპრანჭები. შენც შემოგვიერთდები?

-იოცნებე ─ თვალები ავატრიალე. - ხომ იცი ეგეთებს ვერ ვიტან

-ხო ეგრე გაწელე და მერე ქორწილში გაიცნობ შენ რძალს. თუ რა თქმა უნდა, ქორწილში მაინც იკადრებ მოსვლას ─ სამზარეულოდან დედაჩემი გამოვიდა, რომელსაც ხელები ფქვილში ჰქონდა ამოსვრილი და ტიპური გამწარებული აზიელი დედის სახით მიყურებდა

-კარგი ─ ამოვიოხრე და დივანზე დავჯექი. - მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათი. მერე წავალ

-სად წახვალ?

-რავიცი დედა გადავხტები აივნიდან ー ვთქვი გაღიზიანებულმა ირონიით

-მეორე სართულიდან? ー მანაც არ დამაკლო

-ხოო ფეხს მაინც მოვიტეხავ და მერე იქნებ ჯეიკმა დარეკოს სასწრაფოში და მომიაროს ─ უეცრად მეც არ ვიცი რატომ მაგრამ ჯეიკი ვახსენე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩემს ტვინს ენა წინ უსწრებს

-ჯეიკი ვინ არის? ─ ცალი წარბი ზემოთ ასწია და სახე უფრო დაასერიოზულა. აი აქ კი მივხვდი, რომ მაგარი დამერხა, ამიტომ ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე

-ოოო მე საიდან უნდა ვიცოდე დედა?! უბრალოდ ვთქვი სახელი რაც პირზე მომადგა

-გასაგებია

კარზე ზარის ხმა გაისმა. ამიტომ დედაჩემი მაშინვე კარებს მივარდა. მამაჩემიც იქვე შემოსასვლელთან დადგა. ჩემი ძმა კარების წინ. აი მე კი სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე.

𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌Where stories live. Discover now