*ჯეიკის თვალთახედვით*
უკვე ზედიზედ რამდენიმე დღეა ქუჩაში მძინავს. კი ერთ დროს ცხოვრებით აწყობილ მეს ახლა ქუჩაში მძინავს, რადგან არაფერი გამაჩნია. იმ ნაბიჭვართან დაბრუნება არ მინდა. მართალია ჩემი ნივთები იქაა მაგრამ არაუშავს. მირჩევნია სიცივისგან ქუჩაში გვიყინო, ვიდრე ის კიდევ ერთხელ ვნახო.
ქუჩებში დავსეირნობდი. სადაც არ უნდა გამეხედა ყველგან მხიარულ ოჯახს ან შეყვარებულებს ვხედავდი. მაგრამ მე რა დავაშავე? მე რატომ არც ერთში არ გამიმართლა? არც მშობლებში და არც შეყვარებულში. განა აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას?!
ამ ფიქრში ვერც კი შევამჩნიე როგორ დაიწყო წვიმა. ხალხი სახლებისკენ მიდიოდა. მე კი წასასვლელი არსად მქონდა.
უეცრად ტელეფონზე ვიღაცამ დამირეკა. ხო ტელეფონი, ის ერთადერთი რამაა რაც დამრჩა ისიც 15 პროცენტზეა. როდემდე გაქაჩავს არც კი ვიცი
ეკრანს დავაკვირდი, რადგან მაინტერესებდა თუ ვინ მირეკავდა....დედა, ის დედაჩემი იყო
დიდხანს ვყოყმანობდი ამეღო თუ არა. როცა უკვე გადავწყვიტე ზარიც მაგ დროს შეწყდა, მაგრამ მალევე კიდევ ერთხელ შემოვიდა ზარი. ამ ჯერად დაუფიქრებლად ვპასუხობ
"ჯეიკ, შვილო"
"რა გინდა" მივუგე ცივად, მიუხედავად იმისა, რომ მის ხმაში სითბო და სიყვარული იკითხებოდა
"შვილო, სად ხარ?" ამან საიდან გაიგო? ნუთუ იცის რომ ჰისონს დავშორდი? "ჯეიკ, ეხლა გავიგე, რომ უნივერსიტეტიდან შენ და ნაბი გაიპარეთ და სად ხარ? როგრო ხარ? ხომ კარგად ხარ?" აჰჰ ანუ მაგაზე ნერვიულობს
"კარგად ვარ. საჭირო არაა დარეკვა, ნერვიულობა და კარგი დედის როლის მოგება"
"მისმინე, ვიცი რომ ნიუიორკში წახვედით. ისიც ვიცი რომ შენ ნაბი, ოლივია, და ჰისონი ერთად გაიპარეთ, რადგან გუშინ ნაბი კორეაში ატირებული დაბრუნდა და ოლივიას მოკვლა უნდა. გთხოვ რაც შეიძლება მალე ჩამოდი. ვერავინ ვერ ვაწყნარებთ."
YOU ARE READING
𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌
Teen Fictionეს ფიკი არის heejake-ზე და თუ არ მოგწონთ მსგავსი ჟანრი, ტყუილად ნუ წაიკითხავთ‼️