𝒇𝒐𝒓𝒃𝒊𝒅

161 17 35
                                    

უკვე 2 თვე გავიდა ჩემი და ჰისონის დაშორებისან. ორი საშინელი თვე რაც ჩემი ცხოვრება განადგურდა.

ჩემი ოჯახი რაც დრო გადის მით უფრო მზიზღდება. ყოველდღე ცდილობენ რომ რამე გზა გამონახოთ, მხოლოდ იმისთვის რომ მეგობრებს ვეღარ შევხვდე.

არც ეს დღე არაა გამონაკლისი. დღეს საღამოსაც მივდივართ სავახშმოდ რესტორანში მამაჩემის კოლეგის ოჯახთან ერთად.

რათმქმაუმდა დილით უნივერსიტეტში წავედი. ჰისონი დავინახე, მანაც შემომხედა. ვიგრძენი მის მზერაში სევდა. ცოტაც და ცრემლები წამოუვიდოდა ამიტომ თვალი ამარიდა და მის კურსელებს მიუბრუნდა, თუმცა ლაპარაკის დროს ენით სულ იწვალებდა პირსინგს, ამას კი მაშინ აკეთებს ხოლმე როცა რაღაც აწუხებს

ძალიან მომინდა რომ ახლა მასთან მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ ეს შეუძლებელია. თურმე მართალი ყოფილა გამოთქმა: right person, wrong time. ჩვენს ურთიერთობაშიც სწორედ ეს მოხდა. მაგრამ მის გარეშე სიცოცხლე უკვე აღარ შემიძლია.

მასზე ფიქრს მოვეშვი და ლექციაზე შევედი. რამდენიმე ლექციის შემდეგ მამაჩემის მძღოლმა მომაკითხა და პირდაპირ სახლში წამიყვანა. იქ კი სუფრაზე მჯდომ მშობლებს შევეგებე. დედაჩემმა გამიღიმა და მანიშნა რომ მაგიდას მივჯდომოდი. მეც ჩანთა გადავდე და ჭამა დავიწყე

-ჯეიკ შენთან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს — ლაპარაკი დედქჩემმა დაიწყო. მე კი უემოციოდ ავხედე

-რა ხდება?

-დღეს სავახშმოდ რომ წავალთ გაიგებ. იმედი მაქვს გაგიხარდება —საეჭვოდ ლაპარაკობდნენ

-და აქვე რომ მითხრათ ვერა? რა საჭიროა გაწელვა — მათთან საუბარმა მადა დამიკარდა, ამიტომ ჩანგალი უხეშად მივაგდე და პირდაპირ ოთახში ავედი.

-ჯეიკ როგორ ბედავ — ქვემოდან მამაჩემის მაღალი ტონი მესმოდა, მაგრამ პასუხი არ გავეცი

𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌Where stories live. Discover now