𝒍𝒐𝒗𝒆

176 23 99
                                    


დრო უკვე ისე ჩქარა გავიდა რომ დღეს ეროვნულები მაქვს. რათქმაუნდა გუშინ იმდენს ვნერვიულობდი რომ მთელი ღამე ვერ დავიძინე.

დილას ადრე ავდექი და რაღაც თემები ისევ გადავიმეორე. შემდეგ კი გამოცდაზე წავედი.

სონჰუნმა ჩემს მეგობრებს წამოვიყვან და შენ და ჯეის გიგულშემატკივრებთო. იქ რომ მივედი მართლაც დამხვდა სონჰუნი, მაგრამ ნიკისთან და ჰისონთან ერთად. ჯანდაბა ჰისონი ისე ლამაზად გამოიყურებოდა...

ეს ბიჭი უბრალოდ...ენით აღუწერელია. აი რაღაცნაირია რა, ძალიან ლამაზია. მიმზიდველია და ყველაფერი მსგავსი კარგი მაგრამ ამავდროულად იდიოტია

ნუ ამაზე ფიქრს მალევე მოვეშვი და მათთან მივედი

-სალამი, როგორ ხართ? ー შევეცადე ყველანაირად ამერიდებინა ჰისონისთვის თვალი

-კარგად შენ?

-ცუდათ, ვნერვიულობ რადგან ეროვნული გამოცდა მაქვს დასაწერი

-აგჰჰ ─ ჩაიცინა სონჰუნმა და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ძირს მოისროლა. - შარშან შენს ადგილას ჩვენ სამნიც ეგრე ვიყავით, მაგრამ წელს კი დავამთავრეთ პირველი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის და კლუბებში სირთულის მეტი არაფერი გვიქნია ー თმებზე ხელი გადამისვა და ლეკვივით ამიჩეჩა, რაზეც ჰისონმა უცნაურად გაჰხედა

-ისე ჯეი სად არის? ー მკითხა ნიკიმ და თვალი ვიღაც გოგოს გააყოლა

-ესე თქვეს გამოცდაზე წყლის შეტანა შეიძლებაო, ამიტომ დიდ წყლის ბოთლს ეძებს რომ მასზე რამენაირად შპარგალკები დაწეროს

-მაინც შპარგალკებით აწვება ხო? არადა ესე მითხრა მთელი კვირა ვსწავლობდიო

-სწავლობდა, მაგრამ ერთი კვირა რას ეყოფოდა

-ეგეც მართალია

ამ დროს გამოაცხადეს რომ 10 წუთში უკვე გამოცდა იწყებოდა და ჩვენი ადგილები გვეპოვა

𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌Where stories live. Discover now