𝒃𝒖𝒕

162 25 75
                                    

დილას მზის სხივებმა გამაღვიძა. დაბლა ჩავედი და ყავის მოდუღება დავიწყე. შემდეგ კი ყავიანად მაღლა ავედი და ისევ ლოგინში ჩავწექი. თან ტელეფონი ავიღე და ინსტაზე შევედი

რამდენიმე წუთი უბრალოდ ვსქროლავდი, შემდეგ კი სონჰუნის პოსტი შემხვდა. მალევე გამახსენდა ჯეიკი, ამიტომ სონჰუნის ფოლოვერებიდან ჯეიკის ექაც ვნახე და ასე რომ ვთქვათ მისი დასტალკვა დავიწყე.

პროფილზე ძაღლის ფოტო ეყენა. ისეთი საყვარელი იყო, მოფერება მომინდა. ღიმილი ვერ შევიკავე.

ყველა ფოტო დავათვალიერე, შემდეგ კი მისი სთორების ნახვა დავიწყე. მგონი ჯეიკი კი არ მომწონს მიყვარს კიდეც. ვიცი რომ ეს შეცდომაა, კარგად ვხვდები, რომ ცოდვას ჩავდივარ მაგრამ რა ვქნა, მომწონს და ვსო. თან მგონი არც ის არაა გულგრილი ჩემს მიმართ

ყავის დალევას რომ მოვრჩი ტელე გადავდე და საბანაოდ შევედი. იქიდან რომ გამოვედი კი ტელეფონზე ჯეიკისგან 99+ ზარი დამხვდა შემოსული

აფორიაქებულმა მაშინვე მას გადავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა.

შემეშინდა და მაშინვე მისი სახლისაკენ წავედი

იქ რომ მივედი ზარი დავრეკე. კარები კი ვიღაც დაახლოებით 40-45 წლის ქალმა გამიღო. რომელიც სავარაუდოდ ჯეიკის დედა იქნება, რადგან ჯეიკმა თქვა რომ დედამისი ძალიან ახალგაზრდაა.

მას მივესალმე, ისიც მომესალმა და სახლში შემიპატიჟა.

-ქალბატონო, ალბათ თქვენ არ მიცნობთ. მე ჯეიკის ახლო მეგობარი ვარ, ჰისონი მქვია

-გასაკვირია, აქამდე არასოდეს უხსენებიხარ. მაგრამ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა — ეჭვით გამომხედა

-ხოო ალბათ იმიტომ რომ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი

-აი ჯეიკიც მოვიდა

სახლის კარები ჯეიკმა შემოაღო, რომელიც აშკარად გახარებული და ძალიან კარგ ხასიაძე იყო. მე რომ დამინახა დედამისთან ერთად კი გათეთრდა და მღელვარება დაეტყო

𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌Where stories live. Discover now