𝒂𝒏𝒅

95 14 54
                                    

ჯანდაბა ვინც ეს მაღვიძარა მოიფიქრა....

დილაუთენია საწოლიდან წამოვდექი. ცოტა თავბრუ კი დამეხვა და თვალებში დამიბნელდა მარა სწონასწორება მაინც შევიკავე.

გარდერობი გამოვაღე, პირსახოცი და საჭირო ნივთები ავიღე, შემდეგ კი სააბაზანოში შევედი.

იქიდან დაახლოებით 1 საათში გამოვედი. წუხელ ნაყიდი ტანსაცმელები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. მშობლებს ჯერ კიდევ ეძინათ. პრინციპში რა მივკვირს 9 საათზე რატომ ეღვიძებათ რო.

სამზარეულოში შევედი და წვენი დავლიე შემდეგ კი სახლიდან გავედი და უნივერსიტეტისკენ წავედი. პირველი ლექცია 11-ის ნახევარზე მეწყებოდა, მარა საბუთები უნდა მივმეტანა და ადრე მისვლა მიწევდა

საბუთების საქმე რომ მოვაგვარე ჯერ კიდევ ნახევარი საათი მქონდა ლექციამდე დარჩენული. ამიტომ კაფეტერიაში ჩავედი.

შევედი და რას ვხედავ....ჯეი იმ ბიჭს ეზასავება. დაიცა რა ერქვა? ჯონვონი...ხო ხო ჯონვონი ქვია.

მათთან მივედი და წინ დავჯექი. ჩემს დანახვაზე კი კოცნა შეწყვიტეს, რადგან არცერთს არ ვაშორებდი თვალებს

-აბა ამიხსნით რა ხდება?

-რა ხდება კი არა შე ჩათლახო როდის ჩამოხვედი? ან ამ უნივერსიტეტში რა დაგრჩენია, ლონდონში ყოფნა არ ჯობია?! — ჯეიმ მაშინვე ჩემი გაკიცხვა დაიწყო

-ოოო, არაფერი არ იცი და მოკეტე. გუშინ ჩამოვედი მარა მთელი დღე ნაბისთან ერთად გავატარე

-ოუუ, ნაბი ის ლამაზი გოგო არა? აბა აღიარე მოგწონს ხო? — წარბები აათამაშა და დაჟინებით გამომხედა

-რა მომწონს შიგ ხომ არ გაქვს.

ისე რას ვერჩი. მშობლების გარდა არავინ არ იცის მე და ჰისონი რომ ერთად ვიყავით და რომელი ნორმარული ადამიანი არ იფიქრებდა რომ ნაბი მომწონდა?

-ვოუუუ, ჯეიკ სანამ იქ იყავი უზრდელური სიტყვებიც გისწავლია — ჩაიცინა და წვენი მოსვა.

𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌Where stories live. Discover now