ჰიუნჯინის pov:
ოფისში ვიჯექი როცა ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა თუმცა არ მიმიქცევია ყურადღება მინჰო იქნება და ჩემი ლანძღვის მეტს ეგ მაინც არაფერს აკეთებს.
კიდევ ერთხელ აწკაპუნდა ტელეფონი და უკვე ნერვებმოშლილმა ავიღე რომ მენახა ვინ მწერდა.
1 შეტყობინება მინჰოსგან იყო მეორე კი უცნობისგან შემთხვევით უცნობისგან მოსული შეტყობინება გამეხსნა და თვალებს ვერ დავუჯერე.
თვალები დამებინდა ლამის ვეღარ ვსუნთქავდი, ფეხებში ძალა ვეღარ ვიგრძენი და რომ არ დავცემულიყავი მაგიდას დავეყრდენი.
შეუძლებელია! ფოტოზე ფელიქსი იყო რომელსაც ვიღაც მახინჯი ნაბიჭვარი კოცნიდა, სახე არ უჩანდა მაგრამ ვგრძნობდი რომ მახინჯი იყო.
თავი ხელში რომ ავიყვანე და სიტუაციის გაანალიზება რომ დავიწყე ვივარაუდე რომ შეიძლებოდა ოლივიას თამაშები ყოფილიყო ეს ყველაფერი, რადგან ფელიქსი არასდროს მიღალატებდა ასეთი არ არის და ვიცი რომ ვუყვარვარ მეც მიყვარს და ვენდობი ამიტომ ამ ფოტოთი არაფერი არ მტკიცდება.
ფოტოს მესიჯიც მოყვა რამაც უფრო გამაღიზიანა თუმცა მეც არ დავრჩი ვალში და მივწერე
"ჩემი შეყვარებულის შესაძლებლობები საწოლში ნამდვილად კარგად ვიცი. შენ კი ვინც არ უნდა იყო დაფოტოშოპებული ფოტოების გზავნას შეეშვი არ მცალია სულელური თამაშებისთვის. დაკავებული ვარ!"
გადავწყვიტე ფელიქსისთვის დამერეკა რადგან მენატრებოდა და შეიძლება გულის ძალიან ძალიან ღრმა და პატარა კუნჭულში იყო მაინც ეჭვი.
ძალიან მინდოდა რომ ფელიქსს ეპასუხა და ეთქვა რომ მეგობრებთანაა ან სახლში ან რავიცი ნებისმიერ ადგილზე ოღონდ არა იმ კაცთან ოღონდ მის მკლავებში მოქცეულს არ ეძინოს.