ჰიუნჯინის pov
-აუ ეს მინდა, ესეც, ესეც, ესეც, ესეც, აი ესეც და ესეც.
-ფელიქს 7 საწოლი რათ გვინდა?
-აუ ყველა მომწოოონსს.
ახალ სახლში გადავდივართ და ეხლა ავეჯს ვარჩევთ. ფელიქსმა მე იქ ვერ ვიცხოვრებ ოლივია სადაც ცხოვრობდაო ხოდა ახალი სახლი მაყიდინა.
-წადი შენ დივანი აარჩიე და მე საწოლს ავარჩევ.
-კაიი.
წავიდა და მეც ასე 5 წუთში ავირჩიე ყველაზე დიდი საწოლი რომელიც იყო. მარა ეს უკვე 20 წუთია არ ჩანს.
უკვე უნდა წავსულიყავი და მომეძებნა და ვიღაც კაცმა მომიყვანა ფელიქსი.
-აუ გამიშვი რაა უფ.
იმ კაცს გამოექცა და ჩამეხუტა.
-რა ხდება?
-ეს ბიჭი დაიკარგა და ტუალეტში შემომივარდა დივნები აქ არიო? მერე არა თქო და ვაიმე დავიკარგეო. მერე ჩემ შეყვარებულთან წამიყვანეო, გეგონება მე დამესიზმრებოდა ვინ იყო ამის შეყვარებული, ხოდა მერე ძლივს გაიხსენა სად იყავით და მოვიყვანე.
-არ ვიცნობ მე ამას🤦🏻
-აუ ჰიუნჯინნ! - ჩამარტყა.
-კაი ხო. მადლობა რო მოიყვანეთ.
ის კაცი წავიდა და ფელიქსს მკვლელი სახით გავხედე.
-აუ არსად აღარ წაგიყვან რა, შემარცხვინა უფ.
-აუ გაგებუტე.
-ნოუპ.
ვაკოცე და ჩემი არჩეული საწოლი ვაჩვენე. მოეწონა და სხვა რაღაცეებიც ავარჩიეთ. ბოლოს ვიყიდეთ ყველაფერი და წამოვედით.
რაღაც მაღაზიას ჩავუარეთ და მანქანა გამაჩერებინა, გინდა თუ არა ეს ფეხსაცმელები უნდა მიყიდოო და შემათრია შიგნით.
-ჰიუ ხო მიხდება?
-კი.
-აუ არც კი მიყურებ! ამოყავი თავი მაგ ტელეფონიდან.
-კაი ჰო. კი გიხდება ვიყიდოთ.
-ჰეჰე.
ვიყიდეთ ეს ფეხსაცმელები და ეხლა ძლივს წავედით სახლში.
ეხლა ფელიქსი საჭმელს აკეთებს და მე ტელევიზორს ვუყურებ.
-აუ ჰიუნჯინ მოდი რაა!
-რა იყო?
მივედი და უკნიდან ჩავეხუტე.
-დედაშენი მირეკავს და უპასუხე.
-შენ გირეკავს და მე რატო ვუპასუხო?
-ვაიმე ეხლა უნდა მეჭორაოს და მცალია შენი აზრით?
-კაი ხო, ვეტყვი მერე დაგირეკავს თქო.
ვუპასუხე და ვუთხარი არ ცალია თქო და ბლა ბლა ბლა იმანაც კაიო და გავთიშე.
-მოდი აბა გასინჯე ეს.
-გემრიელია.
-კიდე ხო არ ვუქნა წიწაკა?
-არა მერე მწარე იქნება და ვერ შეჭამ შენ.
-კაი.
2 კვირის შემდეგ
ფელიქსის pov
ეხლა ჰიუნჯინი კომპანიაშია, მე კიდე დილიდან მოლში ვაგდივარ და ძლივს გამოვაღწიე. ზაფხული დაიწყო და ხო მინდა ახალი ტანსაცმელი. ეხლა წავალ ჰიუნჯინთან.
მალევე მივედი, ყველას მივესალმე და ჰიუნჯინის კაბინეტში ავედი.
-ჰიუ ნახე რა მაგარი ჩანთა ვიყიდე.
-ლამაზია მაგრამ მთელი 5 საათი მარტო მაგ ჩანთისთვის დაბოდიალობდი?
-არა კაცო, მანქანაში კიდე იცი რამდენი პარკია? სახლში გაჩვენებ.
-მოდი ჩემთან.
კალთაში ჩავუჯექი და ლოყაზე მაკოცა.
-ლამაზო დასასვენებლად სად წავიდეთ?
-ამმ ჯერ პარიზში, მერე ჰავაიზე და მერეე მოვიფიქრებ.
-კაი.
კიდევ ერთხელ მაკოცა და ჩავეხუტე.